FM97.5 / LIVE

‘მე ვარ შარლი ებდო’ – ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართა [Photo]

მთავარისაზოგადოება, ფოტოამბავი 09.01.2015
სოლიდარობის გლობალურ კამპანიას Je suis Charlie Hebdo/მე ვარ შარლი ებდო, რომელიც ფრანგულ სატირულ ჟურნალზე თავდასხმის გამო მთელს მსოფლიოში იმართება, ახალციხე შეუერთდა.

‘მე ვარ შარლი ებდო’ – ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართა [Photo]

ტრასნფარანტებით: „მე ვარ შარლი ებდო“, „ჩვენ ვგმობთ ძალადობას“, – ახალციხის ცენტრში დღეს, 9 იანვარს, ჟურნალისტები, სტუდენტები, საჯარო უწყებების პრესსამსახურისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

აქცია „სამხრეთის კარიბჭემ“, სოციალური ქსელის მეშვეობით დაგეგმა.

„ყველაზე ცუდი, რაც ხანდახან ჩვენ გვჭირს, ინდიფერენტულობა, სოლიდარობის განცდის არქონაა. ხანდახან ადამიანები ვფიქრობთ, რომ თუ კონკრეტულად ჩვენ არ გვეხება საკითხი, იქ ჩვენი საქმე არ არის. სინამდვილეში სულაც არ არის ასე. არ ინდა მოვიქცეთ ისე, რომ გერმანელი პასტორის არ იყოს, ჩვენ რომ მოგვადგებიან, ხმის ამომღები აღარავინ იყოს“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭეს“ მთავარი რედაქტორი ნინო ნარიმანიშვილი.

ადგილობრივი ტელეკომპანია „მე–9 არხის“ ჟურნალისტი თაკო ფეიქრიშვილი ფიქრობს, რომ მსგავსი ფაქტს სათანადო რეაგირება ექნება და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მიმბაძველები არ გამოჩნდებიან: „ვგმობთ ძალადობას და ვფიქრობთ, რომ ასეთ შემთხვევაში სოლიდარობა აუცილებელია“.

ახალციხის ცენტრში, ჟურნალისტებთან ერთად მომხდარი დაგმო და სოლიდარობა გამოუცხადა ფრანგ ხალხს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორმა მაკა სუდაძემ: „ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ჟურნალისტებზე, პირადი განწყობების გამო რაიმე ქმედება ასეთი ფორმით არ უნდა ისჯებოდეს. და ვფიქრობ, რომ მსგავს შემთხვევებს სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს“.

დღეს ჟურნალისტებთან ერთად იდგნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენლები და ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული კლუბის წევრები; სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები; „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის თანამშრომლები.

აქციის ყველა მონაწილე დღეს ერთსულოვანი იყო: „ძალადობა, ყველანაირი ფორმის, დასაგმობია! სოლიდარობა კი აუცილებელი“.

შეგახსენებთ, 7 იანვარს, ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 12 მოქალაქე დაიღუპა: გაზეთის მთავარი რედაქტორი, ოთხი კარიკატურისტი და პოლიციელები. თავდასხმა მოჰყვა ჟურნალის მიერ გამოაქვეყნებულ ტვიტს,
ISIS-ის ლიდერის აბუ ბაქარ ალ ბაღდადის კარიკატურას.

საფრანგეთში მომხდარი ტერორისტულ აქტად შეფასდა და 8 იანვარი საფრანგეთში ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.

რედაქციაზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურნენ საქართველოს პირველი პირები, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ფრანგ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.სოლიდარობის მიზნით თბილისში აქცია გამართეს მოქალაქეებმა.

‘მე ვარ შარლი ებდო’ – ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართა [Photo]

‘მე ვარ შარლი ებდო’ – ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართა [Photo]

‘მე ვარ შარლი ებდო’ – ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართა [Photo]

‘მე ვარ შარლი ებდო’ – ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართა [Photo]

‘მე ვარ შარლი ებდო’ – ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართა [Photo]

‘მე ვარ შარლი ებდო’ – ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართა [Photo]

‘მე ვარ შარლი ებდო’ – ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართა [Photo]


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„მე ვარ შარლი ებდო“ – 9 იანვარს ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართება
ასპინძელმა ახალგაზრდებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს
სოლიდარობა უკრაინას! - ახალციხეში აქცია დაიგეგმა
უკრაინის მხარდასაჭერად ახალციხეში აქცია გამართეს [Photo]
ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართა [Photo]
ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართება
უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა ახალციხეშიც გამოუცხადეს [Video]