FM97.5 / LIVE

გოგაშენში ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულისა და გარდაცვლილების ნათესავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მთავარისამართალი » შემთხვევა 08.01.2015
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში, სწორედ იმ ადგილზე, სადაც 10 ივლისს ბებია და შვილიშვილი მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებულისა და გარდაცვლილების ნათესავებს შორის ინციდენტი მოხდა. მომხდარში სამართალდამცავები ჩაერთვნენ;

გოგაშენში ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულისა და გარდაცვლილების ნათესავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბრალდებულის დის მაგული იაკობაძის განცხადებით, მისმა სიძემ (შვილის ქმარმა) გარდაცვლილის ძმის, ილარიონ გოხაძის სახლთან ცხვარი ჩაატარა. ამ დროს მის სიძეს, სრულიად უმიზეზოდ, ილარიონ გოხაძე გამოუვარდა და დაარტყა.

„ქვებში დაეცა და საკმაოდ მძიმედ დაშავდა. ყვირილი რომ ატყდა, მეც გარეთ გავედი და დავინახე რომ ძირს ეგდო. ავაყენეთ და სახლში შემოვიყვანეთ. ეს ყველაფერი ჩემმა დისშვილებმაც დაინახეს, - ყვება იაკობაძე და ამატებს, რომ ამის შემდეგ პოლიციას შეატყობინეს, მერე კი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარს სხვაგვარად ყვება ილარიონ გოხაძე. მისი თქმით, მისი სახლის წინ სოფლის ცენტრალური გზა გადის და აქ იაკობაძეების სიძე წყლის დასალევად ცხვარს ატარებს: „ჩემ სახლს რომ მოუახლოვდებიან, მაშინ იწყებენ სტვენას და ყიჟინას. ამასთან ერთად „ხლაფუშკებსაც“ აფეთქებენ. ცხვარს რომ არ დაუყვირო, თავისითაც მიდის. ამიტომ მგონია, რომ ასე განგებ, ჩემს პროვოკაციაზე წამოსაგებად იქცევიან, თან ასეთი რამ ზედა უბანში არ ხდება“.

ილარიონ გოხაძის განცხადებით, იმ დღეს, როცა ინციდენტი მოხდა, იგი იაკობაძეების სიძეს გზაზე შემთხვევით შეხვდა: „სახლის წინ მაღაზიის ნანგრევი მაქვს, იქიდან გამოვდიოდი და რომ დამინახეს, ყიჟინას მოუმატეს. მივედი და ვთხოვე, ასე ნუ იქცევით, ვღიზიანდები–მეთქი, მაგრამ მან გინება დამიწყო, შენ სტვენა როგორ უნდა დამიშალოო. ჯერ სომხურად შემაგინა, მერე ქართულად შენი მკვდარი დაც და შენი ცოცხალიცო. თავი ვეღარ შევიკავე და ხელი ვკარი, წარბარბაცდა და დაეცა“.

გოხაძის განმარტებით, ამის შემდეგ იგი მისმა მეუღლემ სახლში შეიყვანა. მოგვიანებით, კი მათთან პოლიცია მივიდა: „ახსნა განმარტება დამაწერინეს და ალბათ ახალი წლის შემდეგ გამოძიებას დაიწყებენ“.

შემთხვევა გოგაშენში 30 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. როგორც გოხაძე აცხადებს, მიუხედავად მომხდარისა, ცხვრის ატარებისას იაკობაძეებმა მის სახლთან ყიჟინა მეორე დღეს, 31 დეკემბერს დილითაც დაიწყეს.

„დავიღალეთ, სახლიდან გარეთ ვეღარ გავსულვართ, ერთ ოთახში გამოკეტილები ვზივართ. მათ უნდათ, რომ ჩემი ქმარი დაიჭირონ. ამ ყველაფერს სპეციალურად გვიწყობენ და თან გვწყევლიან“, - ამბობს გოხაძის მეუღლე ლალი მაისურაძე.

იაკობაძეები კი გოხაძისა და მისი მეუღლის ნათქვამს კატეგორიულად უარყოფენ.

„ცენტრალური გზაა და ცხვარს რომ აატარებ, ან ხელს აუქნევ და ან ქვას ესვრი, ისევ იმიტომ, რომ მათ ეზოში არ გადავიდეს. ასეთ რაღაცას როგორ გავაკეთებთ, სულელები კი არ ვართ! პირიქით იმ გზაზე ისე დავდივართ, რომ მათი სახლისკენ არც კი ვიხედებით“, - გვითხრა ბრალდებულის ერთ-ერთმა დამ მაყვალა იაკობაძემ.

იაკობაძეების ადვოკატის რამინ პაპიძის განცხადებით, დაშავებულს ვერც ახალქალაქის და ვერც ახალციხის საავადმყოფოში იმ მიზეზით, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმი არ ჰყავდათ, ექსპერტიზა ვერ ჩაუტარდა: „უთქვამთ ნევრო- პათოლოგი არ გვყავსო. ატარეს წინ და უკან, თუმცა, იმ შედგენილი სამედიცინო დოკუმენტებით, რომლებიც დაშავებულის გასინჯვისას შეივსო, როგორც ვიცი სამმართველომ ექსპერტიზა დანიშნა და უკვე დასკვნაც არსებობს“.

ადვოკატის განმარტებით, დღეს იაკობაძეები ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში დაიკითხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალქალაქის რაიონულმა სამმართველომ ძიება სსკ-ის 125 მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180-საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას ითხოვენ გოგაშნელები
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებს სოფლიდან ასახლებენ
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე ადვოკატი მოსამართლის აცილებას ითხოვს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დებს დახურულ კარს მიღმა კითხავენ
რა კავშირი აქვს ყაჩაღობაში ბრალდებულ ქეთევან ხმალაძეს იაკობაძეების გაყიდულ ბინასთან
‘ორივე ხელი მოტეხეს,  საოპერაციოა’ – ახალციხეში  დაპირისპირებისას ორი ახალგაზრდა დაშავდა
სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე პასუხისგებაში მისცეს