FM97.5 / LIVE

'აუდი' – ახალგაზრდა უფლებადამცველები ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 03.12.2014
სამცხე–ჯავახეთის ასოციაცია "ტოლერანტის" ბაზაზე ახალგაზრდა უფლებადამცველთა ჯგუფი "აუდი" შეიქმნა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე იმუშავებს.

'აუდი' – ახალგაზრდა უფლებადამცველები ახალციხეში

"აუდი" 12 ახალგაზრდისაგან შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანიც სამცხე–ჯავახეთში და არა მარტო ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების ღირსების შელახვის, უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევების გამოვლენა და დაცვა, ასევე საზოგადოების სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა.

"სამწუხაროდ, ხშირად ირღვევა ადამიანის შრომის, სოციალური, საკუთრების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და სხვა უფლებები, რასაც როგორც წესი არ ახლავს ადეკვატური რეაგირება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავიცვათ მათი უფლებები და ამისთვის ჩამოვაყალიბეთ ეს ჯგუფი", – ამბობს "აუდის" წევრი ია დალალიშვილი.

ახალგაზრდა უფლებადამცველებმა ახალციხის მასშტაბით 100 მოქალაქე გამოკითხეს. მათ აინტერესებდათ იციან თუ არა ადამიანებმა საკუთარი უფლებების შესახებ და რამდენად ხშირად ირღვევა მათი უფლებები. როგორც აღმოჩნდა, 100 გამოკითხულიდან 82–ს მიაჩნია, რომ მათი უფლებები არ ირღვევა, უფრო მეტიც, არც არასდროს დარღვეულა. "აუდის" წევრები ამბობენ, რომ ეს გამოკითხვა გარკვეულწილად მიუთითებს, რომ ხშირად ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია საკუთარი და ზოგადად ადამიანის უფლებების შესახებ.

ახალგაზრდა უფლებადამცველებთან კონსულტაცია უფასოა და ისინი ასოციაცია "ტოლერანტის" ოფისში იმუშავებენ.

"ძალიან მოტივირებული ადამიანები არიან და ჩვენ რაც შეგვიძლია დავეხმარებით. გაწერილი გვაქვს კალენდარული გეგმა, თუ რა ტრენინგები შეიძლება გაიარონ. ყველაზე მთავარია ისწავლონ როგორ დააკვირდნენ მოვლენებს და ამავე დროს მათ სურვილი აქვთ, რომ მოამზადონ ალტერნატიული ანგარიშები", – ამბობს ასოციაცია "ტოლერანტის" ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.

'აუდი' – ახალგაზრდა უფლებადამცველები ახალციხეში

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კვირის აქცენტი: რა ფორმით ირღვევა ყველაზე ხშირად ბავშვთა უფლებები [Video]
კვირის აქცენტი: რამდენად ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები სამცხე-ჯავახეთში [Video]

ანონსი: რამდენად ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები სამცხე-ჯავახეთში [Video]
კვირის აქცენტი: რა კუთხით ირღვევა სამცხე–ჯავახეთში ადამიანის უფლებები [Video]
ახალციხეში ადამიანის უფლებების შესახებ იმსჯელეს
გამოკითხვა: ყველაზე ხშირად ადამიანის რა უფლება ირღვევა? [Video]
ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის 2014–2020 წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს