FM97.5 / LIVE
ადიგენსა და ასპინძაში ბოტკინი გავრცელდა

ადიგენსა და ასპინძაში ბოტკინი გავრცელდა

მთავარისაზოგადოება 09.10.2014
ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ორ სოფელში ა–ჰეპატიტის შემთხვევები დაფიქსირდა. ინფიცირებულთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეა.

ადიგენსა და ასპინძაში ბოტკინი გავრცელდა

ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ორ სოფელში ა–ჰეპატიტის შემთხვევები დაფიქსირდა. ინფიცირებულთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეა.

ა ჰეპატიტის, იგივე ბოტკინის შემთხვევები, პირველად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორძეში დაფიქსირდა. ამ დროისთვის ბოტკინით 27 ადამიანია დაავადებული.

ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნატო აბჟანდაძის განმარტებით, დაავადების კერა ღორძეშია.

„დაახლოებით ორი კვირის წინ დაფიქსირდა შემთხვევა. ძირითადად სკოლის მოსწავლეები არიან დაავადებული. სკოლა დამუშავდა, ახალციხიდანაც იყვნენ ამოსული და თბილისის დეპარტამენტიდანაც. წყალი ნამდვილად არ არის დაბინძურებული, ახალციხის სურსათის უნვებლობამ ანალიზი აიღო, არც ნაწლავის ჩხირია შიგ და არც ფეკალური დაბინძურება“, – ამბობს ნატო აბჟანდაძე.

მისივე თქმით, ა ჰეპატიტის პირველი შემთხვევა სოფელში ზაფხულში დაფიქსირდა, დაავადება 16 წლის მოზარდს დაუდგინდა, თუმცა საიდან გადაედო უცნობია: „ბავშვის დედამ თქვა, რომ მისი შვილი სოფლიდან არსად წასულა. დაავადებულს ოჯახურ პირობებში უმკურნალეს. მისგან ნათესავებს გადაედო, შემდეგ მეზობლებს და ასე გავრცელდა“.

დაავადების შემთხვევები გამოვლინდა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანშიც. როგორც ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, დაავადება ადიგენის მუნიციპალიტეტიდან გავრცელდა.

„კონტაქტში იმყოფებოდნენ დაავადებულთან. დღეისთვის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 8 სკოლის მოსწავლეა, ერთი ოჯახის წევრი“, – განმარტავს ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მზია პაპაშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძასა და ადიგენში ა ჰეპატიტი გავრცელდა
ასპინძაში 30 წლის კაცი ყირიმ–კონგომ იმსხვერპლა
ასპინძაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ბორჯომსა და ასპინძაში წითელას შემთხვევები დაფიქსირდა
სამცხე–ჯავახეთში C ჰეპატიტის და აივ ინფექციის 72 შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხეში ა ჰეპატიტის  გავრცელების ეშინიათ
სამცხე–ჯავახეთში ვირუსული მენინგიტის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა