FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში C ჰეპატიტის და აივ ინფექციის 72 შემთხვევა დაფიქსირდა

მთავარისაზოგადოება 21.01.2016
სამცხე–ჯავახეთში C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე უფასო გამოკვლევა 979 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან C ჰეპატიტი– 7 პროცენტს, აივ ინფექცია კი 0.03 პროცენტს დაუდგინდა.

სამცხე–ჯავახეთში C ჰეპატიტის და აივ ინფექციის 72 შემთხვევა დაფიქსირდა
ორი თვის განმავლობაში C ჰეპატიტზე გამოკვლევა 979 პაციენტს ჩაუტარდა. დადებითი შემთხვევა 69 პაციენტს დაუდგინდა.

979 პაციენტიდან აივ ინფექციაზე გამოკვლევა 969 პაციენტმა ჩაიტარა, დადებითი შემთხვევა სამ პაციენტს დაუდგინდა.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში უფასო სკრინინგი C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე 9 ნოემბერს დაიწყო და თებერვლის ბოლომდე გრძელდება.

გამოკვლევების ჩასატარებლად რეგიონის ყველა ქალაქში მობილური ამბულატორიები გადაადგილდება.

„ამ კვირაში ვიყავით ადიგენში და ხვალაც არის დაგეგმილი უფასო სკრინინგი ამ ქალაქში. მომავალ კვირას ბორჯომში მივდივართ“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის განყოფილების უფროსი ნინო ზედგინიძე.

უფასო სკრინინგის ჩატარება ნებისმიერ მსურველს ახალციხეშიც შეუძლია. მის: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ახალციხის ლაბორატორია, ახალქალაქის გზატკეცილი; ტელ(+995) 0365 22 51 04;

C ჰეპატიტისა და აივ ინფექციაზე უფასო გამოკვლევების ჩატარება ქვეყნის მასშტაბით ყველა ქალაქშია შესაძლებელი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში  C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე უფასოდ გამოიკვლევენ
ახალციხეში C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლები იწყება
სამცხე–ჯავახეთში C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევები დაიწყო
C ჰეპატიტზე, აივ შიდსსა და  ტუბერკულოზზე უფასო სკრინინგი იწყება
ახალციხის ციხეზე C ჰეპატიტსა და შიდსზე უფასო სკრინინგი ტარდება
ვის და სად შეუძლია გრიპის ვირუსზე უფასოდ აცრა
ახალციხეში უფასო გამოკვლევა ჩატარდება ®