FM97.5 / LIVE

მუსლიმებმა ყურბან–ბაირამის აღსანიშნავად შესაწირი დაარიგეს

მთავარისაზოგადოება 06.10.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მუსლიმებმა ყურბან–ბაირამის დღესასწაულის აღსანიშნავად ყურბანი, ძროხის ხორცი სოციალურად დაუცველ ოჯახებს და მეშვიდე სკოლას გადასცეს.

მუსლიმებმა ყურბან–ბაირამის აღსანიშნავად შესაწირი დაარიგეს

ყურბან-ბაირამობა მარხვის თვის, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ისლამის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია აბრაამ შუამავლის შთამომავლობიდან მოდის.

მსხვერპლშეწირვისთვის ერთი ან რამდენიმე მუსლიმის ოჯახი იკრიბება და პირუტყვს კლავს, შემდეგ კი საქონლის ხორცს თანაბრად ანაწილებს. მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლა (თხა, ცხვარი) მხოლოდ ერთ ოჯახს შეუძლია, მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლის დროს შეიძლება 7 ოჯახი შეამხანაგდეს. დაკლულ პირუტყვს მუსლიმები სამ ნაწილად ყოფენ, ნაწილი ოჯახში მიაქვთ, ნაწილს მეზობელს, ნაწილს კი გაჭირვებულ მოსახლეობას ურიგებენ. შესაწირი ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი.

მუსლიმებმა ყურბან–ბაირამის აღსანიშნავად შესაწირი დაარიგეს ყურბან–ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებული შესაწირი ადიგენის მუნიციპალიტეტის 7 სოფლიდან შეგროვდა.

„მინდა ყველა მუსლიმს მივულოცო ყურბან–ბაირამის დღესასწაული. ხორცი მოსახლეობამ ჩვენ გამოგვატანა და გვთხოვა, რომ ყველა გაჭირვებულისათვის გადაგვეცა. გვინდა სხვებმაც მოგვბაძონ და ერთად ვაკეთოდ კეთილი საქმე“, – განაცხადა სამცხე–ჯავახეთის მუფთმა მამუკა ვაშაყმაძემ.

მუსლიმებმა ყურბან–ბაირამის აღსანიშნავად შესაწირი დაარიგეს სამცხე–ჯავახეთის მუფთმა შესაწირი ახალციხის მეშვიდე სკოლას გადასცა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები სწავლობენ.

ყურბანი, ანუ დაკული პირტყვის ხორცი დაურიგეს ახალციხეში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ათამდე ოჯახსაც.

ყურბან ბაირამის დღესასწაული წელს 4 ოქტომბერს აღინიშნა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუსლიმებმა ყურბანი, დაკლული პირუტყვის ხორცი დაარიგეს
მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ
მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ
მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ
მუსლიმები ყურბან–ბაირამს აღნიშნავენ
მუსლიმები ყურბან ბაირამს აღნიშნავენ
მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ