FM97.5 / LIVE

მუსლიმებმა ყურბანი, დაკლული პირუტყვის ხორცი დაარიგეს

მთავარისაზოგადოება 17.10.2013
მესხმა მუსლიმებმა, ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლასა და ახალციხეში მცხოვრებ სამ სოციალურად დაუცველ ოჯახს შესაწირი გადასცეს.

მუსლიმებმა ყურბანი, დაკლული პირუტყვის ხორცი დაარიგეს
ყურბან-ბაირამობა მარხვის თვის, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ისლამის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია აბრაამ შუამავლის შთამომავლობიდან მოდის.

მსხვერპლშეწირვისთვის ერთი ან რამდენიმე მუსლიმის ოჯახი იკრიბება და პირუტყვს კლავს, შემდეგ კი საქონლის ხორცს თანაბრად ანაწილებს. მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლა (თხა, ცხვარი) მხოლოდ ერთ ოჯახს შეუძლია, მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლის დროს შეიძლება 7 ოჯახი შეამხანაგდეს. დაკლულ პირუტყვს მუსლიმები სამ ნაწილად ყოფენ, ნაწილი ოჯახში მიაქვთ, ნაწილს მეზობელს, ნაწილს კი გაჭირვებულ მოსახლეობას ურიგებენ. შესაწირი ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი.

მუსლიმებმა ყურბანი, დაკლული პირუტყვის ხორცი დაარიგეს„ყურბანის, ანუ დაკლული პირუტყვის მესამედი მოსახლეობამ გამოგვატანა და გვითხრეს, რომ გაჭირვებული ოჯახებისთვის დაგვერიგებინა. ვუკავშირები ჩემს იმამებს და ვეკითხები ვინ არის მათ სოფელში გაჭირვებული, რომ გავახაროთ დღეევანდელი დღით",- ამბობს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.

სამცხე-ჯავახეთის მუფთმა ყურბანი ახალიციხის მეშვიდე საჯარო სკოლასაც გადასცა, სადაც ამჟამად 26 შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლე სწავლობს. შესაწირი დაურიგდა ქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახსაც.მუსლიმებმა ყურბანი, დაკლული პირუტყვის ხორცი დაარიგეს


ყურბან-ბაირამის დღესასწაული 15 ოქტომბერს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუსლიმებმა ყურბან–ბაირამის აღსანიშნავად შესაწირი დაარიგეს
მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ
მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ
მუსლიმები ყურბან–ბაირამს აღნიშნავენ
მუსლიმები ყურბან ბაირამს აღნიშნავენ
მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ
მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ