FM97.5 / LIVE

აგარის საბავშვო ბაღს არცერთი თანამშრომელი არ დატოვებს

მთავარისაზოგადოება » განათლება 30.09.2014
აგარის საბავშვო ბაღში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ხელშეკრულება გაუგრძელდება. ვიდრე ბაღში ახალი ჯგუფი არ გაიხსნება, ახალ თანამშრომლებს ვერ დაამატებენ.

აგარის საბავშვო ბაღს არცერთი თანამშრომელი არ დატოვებს

ამის შესახებ აგარის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა ოქრომელიძემ რამდენიმე წუთის წინ განუცხადა. იგი თანამშრომლებს აგარის საბავშვო ბაღში შეხვდა.

„გვითხრა, რომ ყველა ვრჩებით სამსახურში და მუშაობას ჩვეულებრივ ვაგრძელებთ, არცერთი არ გაგვიშვეს სამსახურიდან“, - ამბობს აგარის საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნანა ჩინჩალაძე.

აღნიშნულს ადასტურებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ლელა ოქრომელიძეც: „ყველას ჩვეულებრივ გაუგრძელდება ხელშეკრულება. თუმცა ჯერ ახალი თანამშრომლების დამატება ვერ მოხერხდება, რადგან არაა იმდენი ბავშვი ბაღში, რომ ახალი, მესამე ჯგუფი დავამატოთ“.

მისივე თქმით, თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში დასაქმების მსურველის 10 განცხადებაა შესული: „თუ ახალი ჯგუფი დაემატება, მაშინ სამ ახალ თანამშრომელს დავამატებთ“.

ხვალ, 1 ოქტომბერს, 9:00 საათზე აგარის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ განახლდება.

შეგახსენებთ, დილიდან აგარის ბაღში დაძაბულობა იყო. თანამშრომლები კოლეგების გათავისუფლებას და მათ ადგილზე ახალი პედაგოგების დანიშვნას აპროტესტებდნენ. ძველი და ახალი თანამშრომლები ერთმანეთს სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ. დღის მეორე ნახევარში, თანამშრომლები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელთან, ლელა ოქრომელიძესთან შესახვედრად ახალციხეში ჩამოვიდნენ. შეხვედრა გამგებლის კაბინეტში, დახურულ კარს მიღმა შედგა, თუმცა, მაშინ თანამშრომლებმა კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აგარის ბაღის თანამშრომლები კოლეგების გათავისუფლებას აპროტესტებენ
აგარის ბაღის თანამშრომლებს არ უთხრეს ვინ რჩება და ვინ ტოვებს სამსახურს
აგარის ბაღის თანამშრომლები თავად მიდიან ოქრომელიძესთან
აგარის ბაღში ძველი და ახალი თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ლელა ოქრომელიძე:  აგარის ბაღში თანამშრომელი არ გვყავდა
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
აგარის ბაღის თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა