FM97.5 / LIVE

აგარის ბაღში ძველი და ახალი თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 30.09.2014
სოფელ აგარის საბავშვო ბაღში შეკრებილი თანამშრომლები დაწესებულებაში მისულ ახალ კოლეგას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

აგარის ბაღში ძველი და ახალი თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენაგარის ბაღში დაძაბულობა ახალი თანამშრომლის ეთერ გულიაშვილის გამოჩენამ გამოიწვია. ბაღის თანამშრომლებმა მას ჰკითხეს, რატომ დაწერა განცხადება ბაღში დასაქმებაზე, როცა იცოდა, რომ ადგილები არ იყო: „რა ნამუსით უნდა შემოგვხედო, გამოდის, რომ შენ ჩვენ გვიჩივლე“.

გულიაშვილი აცხადებს, რომ არანაირი საჩივარი მას არ დაუწერია. დაწერილი ჰქონდა განცხადება დასაქმებაზე და ამის საფუძველზე აიყვანეს სამსახურში: „თუ სადმე ნახავთ საჩივარს ჩემი ხელმოწერით, ეს სიტყვები მერე მითხარით“.

ბაღის ძველი თანამშრომლები აცხადებენ, რომ თუ პერსონალს დაუსაქმებლობის მიხედვით არჩევენ, მათ ოჯახებში, მათ გარდა ყველა დაუსაქმებელია. არგუმენტი არც კვალიფიკაციის არქონაა, ვინაიდან, ყველა მათგანს გააჩნია შესაბამისი განათლება: „უდიპლომო აქ არცერთი ვართ. თუ ახალი თანამშრომლების მიღება უნდათ, გახსნან ახალი, მესამე ჯგუფი“.

ბაღის პერსონალი ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვს.

„მოვიდეს და გაგვცეს ყველა კითხვაზე პასუხი. ახალი თანამშრომლები მაშინ რატომ არ მიიღეს, როცა ერთი წლის განმავლობაში, უხელფასოდ ენთუზიაზმზე ვმუშაობდით? მაშინ დაეწერა გულიაშვილს განცხადება“, – აცხადებენ პედაგოგები.

აგარის ბაღი სახელმწიფო მიმდინარე წლის ივნისში გახდა. მანამდე, ერთი წლის განმავლობაში, კერძო იყო და აქ პერსონალი ანაზღაურების გარეშე მუშაობდა. ივნისში ბაღი მაშინდელმა საკრებულოს თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა და მაშინდელი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა ნანა გელაშვილმა გახსნეს.

აგარის ბაღში ამ ეტაპზე 43 აღსაზრდელია. ბაღი ხუთ სოფელს ემსახურება.

შეგახსენებთ, დილიდან აგარის ბაღში დაძაბულობაა. თანამშრომლები კოლეგების გათავისუფლებას და მათ ადგილზე ახალი პედაგოგების დანიშვნას აპროტესტებენ.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აგარის ბაღის თანამშრომლები თავად მიდიან ოქრომელიძესთან
აგარის საბავშვო ბაღს არცერთი თანამშრომელი არ დატოვებს
აგარის ბაღის თანამშრომლები კოლეგების გათავისუფლებას აპროტესტებენ
აგარის ბაღის თანამშრომლებს არ უთხრეს ვინ რჩება და ვინ ტოვებს სამსახურს
ლელა ოქრომელიძე:  აგარის ბაღში თანამშრომელი არ გვყავდა
აგარის ბაღის თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა
აგარაში ახალი საბავშვი ბაღი გაიხსნა