FM97.5 / LIVE

აგარის ბაღის თანამშრომლები კოლეგების გათავისუფლებას აპროტესტებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 30.09.2014
აგარის საბავშვო ბაღის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ ათავისუფლებენ და მათ ადგილას "ოცნების" მხარდამჭერებსა და აქტივისტებს ნიშნავენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში კი თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით შერჩევას კატეგორიულად უარყოფენ.

აგარის ბაღის თანამშრომლები კოლეგების გათავისუფლებას აპროტესტებენაგარის ბაღში 12 თანამშრომელია. საბავშვო ბაღში ამბობენ, რომ ხუთი მათგანი უკვე გათავისუფლებულია, თუმცა კონკრეტულად, რომელ თანამშრომლებზეა საუბარი, ჯერ არ იციან. ისინი არც იმ ადამიანის ვინაობას ამხელენ, ვინც მათ გათავისუფლების შესახებ შეატყობინათ.

საბავშვო ბაღის თანამშრომლების თქმით, ხვალიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ადგილზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები იწყებენ მუშაობას. მათ ამის შესახებ დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს ლელა ოქრომელიძესაც შეატყობინეს.

ლელა ოქრომელიძე "სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში ხუთი თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ მათ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვადა დაუმთავრდათ.

"ზოგი შესაბამისი განათლებით არ იყო, მაგალითად, ეკონომისტი იყო და ამ ადამიანებს, ყველას, ამოეწურათ ხელშეკრულების ვადა. სამი თვით იყვნენ მხოლოდ დანიშნული, ამიტომ გათავისუფლდნენ და ახლა თავიდან ინიშნებიან თანამშრომლები", – განაცხადა ლელა ოქრომელიძემ.

საბავშო ბაღში "ოცნების" მხარდამჭერების დანიშვნას ოქრომელიძე კატეგორიულად უარყოფს. იგი ამბობს, რომ მუშაობის დაწყების მსურვლეთა განცხადებებიდან სოციალურად დაუცველებს მიანიჭა პრიორიტეტი: "ახალი თანამშრომლები ამ ნიშნით შევარჩიე".

საბავშვო ბაღის თანამშრომლები ლელა ოქრომელიძეს ელოდებიან, ოქრომელიძემ კი "სამხრეთის კარიბჭესთან" განაცხადა, რომ აგარაში ჩასვლას ვერ ახერხებს.

პარალელურად, საბავშვო ბაღში უკვე მივიდა ერთ–ერთი ახალი თანამშრომელი, ეთერ გულიაშვილი. მისი თქმით, დღეს დაურეკეს და უთხრეს რომ სამსახურში მისულიყო. გულიაშვილი აგარის ბაღში მეორე ცვლაში პედაგოგად დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ აგარის საბავშვო ბაღში სწავლა ამ დრომდე არ დაწყებულა. სასწავლო პროცესი 1 ოქტომბერს უნდა განახლდეს. თანამშრომლები კი დღეს ბაღში იმისთვის შეიკრიბნენ, რომ საბავშვო ბაღი მოეწესრიგებინათ.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აგარის საბავშვო ბაღს არცერთი თანამშრომელი არ დატოვებს
აგარის ბაღის თანამშრომლები თავად მიდიან ოქრომელიძესთან
აგარის ბაღის თანამშრომლებს არ უთხრეს ვინ რჩება და ვინ ტოვებს სამსახურს
ლელა ოქრომელიძე:  აგარის ბაღში თანამშრომელი არ გვყავდა
აგარის ბაღში ძველი და ახალი თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა