FM97.5 / LIVE

ახალციხის თვითმმართველობაში საკონკურსო კომისიას ქალაქის მერი უხელმძღვანელებს

მთავარიპოლიტიკა 18.09.2014
როდის ჩატარდება საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში და ვინ აირჩიეს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ დეპუტატებმა.

ახალციხის თვითმმართველობაში საკონკურსო კომისიას ქალაქის მერი უხელმძღვანელებს

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება. გარდა იმ თანამდებობისა, რომელსაც ქალაქის არჩეული მერი ნიშნავს, კონკურსს ყველა საჯარო მოხელე გაივლის. ამ საკითხებზე დღეს, 18 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს.

„კონკურსი შედგება სამი ეტაპისგან: საბუთების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება. პირველ და მესამე ეტაპს ჩაატარებს ჩვენს მიერ შექმნილი საკონკურსო–საატესტაციო კომისია, ხოლო ტესტირებას ჩაატარებს ორი უწყებისგან ერთ–ერთი. ან იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ან ეროვნული საგამოცდო ცენტრი“, – განმარტავს ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბერიძე.

ტესტირება ელექტრონული ფორმით ჩატარდება.

„ჩვენ გვქონდა უფლება, რომ დაგვეწესებინა ის მინიმალური ზღვარი, რომელიც კონკურსანტმა უნდა გადალახოს. იყო რეკომენდაცია 50–დან 75 პროცენტამდე, ჩვენ გადავწყვიტეთ 55 პროცენტიანი ბარიერი. ანუ 60 კითხვიდან სწორი პასუხი 33 კითხვას მაინც უნდა გაეცეს“, – ამბობს საკრებულოს თავმდჯომარე.

ახალციხის თვითმმართველობაში საკონკურსო კომისიას ქალაქის მერი უხელმძღვანელებს

დღევანდელ სხდომაზე აირჩიეს საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეც. როგორც ქალაქის თვითმმართველობაში განმარტავენ, კანონის თანამხმად კომისიის თავმჯდომარე დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე უნდა იყოს. ამიტომ, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ ქალაქის მერი გიორგი კოპაძე დაასახელეს. ფარული კენჭისყრის შედეგად აღმოჩნდა, რომ საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 14 დეპუტატიდან გიორგი კოპაძის კანდიდატურას მხარი 10–მა დეპუტატმა დაუჭირა.

„კომისიის თავმჯდომარედ ქალაქის მერი აირჩიეს, იგივე მოხდება ამ კონკურსზე, რაც წინა კონკურსის დროს მოხდა, ვისაც უნდათ დატოვებენ, ვისაც უნდა გაუშვებენ. ეს ყველაფერი არის მხოლოდ ხალხის თვალის ასახვევად და მოსატყუებლად“, – ამბობს ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატი „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ ჯიმშერ გოგოლაური.

ახალციხის თვითმმართველობაში საკონკურსო კომისიას ქალაქის მერი უხელმძღვანელებს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემში საჯარო მოხელეები კონკურსის წესით შეირჩევიან
ახალციხის მერიაში 47 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
ახალციხის მერიაში 48 ვაკანსიაზე 757 განაცხადი შევიდა
თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარედ კახა ბერიძე აირჩიეს
ახალციხის გამგეობაში 70 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
რა საკითხები განიხილეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე
ახალციხის მერიაში ტესტირებაზე მინიმალური ბარიერი 32 კონკურსანტიდან მხოლოდ 7–მა გადალახა