FM97.5 / LIVE

სტიქიის შედეგების სწრაფ ლიკვიდაციაში რეგიონებს სამინისტრო დაეხმარება

მთავარიეკონომიკა 17.09.2014
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიების შედეგების სწრაფი ლიკვიდაციის მექანიზმებს შეიმუშავებს.

სტიქიის შედეგების სწრაფ ლიკვიდაციაში რეგიონებს სამინისტრო დაეხმარება
ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

შეხვედრაზე,რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, სამინისტროს ხელმძღვანელები და სახელმწიფო რწმუნებულები-გუბერნატორები ესწრეოდნენ, ასევე, იმ საკითხების შესახებ იმსჯელეს, რომელიც საქართველოს მხარეების ხელმძღვანელებს ადგილებზე არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

კერძოდ, განიხილეს მყარი ნარჩენების მართვის კუთხით რეგიონებში არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სანაპიროსა და, ზოგადად - ტურისტული რეგიონების დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის რაოდენობაზე, მის შევსებასა და განახლებაზე.

გუბერნატორების განცხადებით, წელს საკურორტო ზონებში დამსვენებლების რიცხვი 200%-ით იყო გაზრდილი, რასაც ადგილებზე ნარჩენების გასატანად საჭირო ტექნიკისა და მუშახელის სრული მობილიზაცია დასჭირდა.

ამის გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, უკვე დაიწყება შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა მომავალი, 2015 წლის საკურორტო სეზონს რეგიონები წლევანდელზე გაცილებით უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო ადმინისტრაციული შენობების მოწესრიგებას, აღჭურვასა და მოწყობას. გარკვეულ ტექნიკურ დახმარებას, ამ კუთხით, სახელმწიფოს ორგანიზაცია GIZ გაუწევს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში დავით ნარმანიას ელოდებიან
ინფრასტრუქტურის მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა
რა მიმართულებით იმუშავებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში?
ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამი ინიციატივა
პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებთან შეხვედრა გამართა
შოთა მურღულია მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდება
ფინანსთა მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა