FM97.5 / LIVE

ბორჯომს 'მოსიარულე ბიბლიოთეკა' ეწვევა

მთავარისაზოგადოება 08.09.2014
პროექტის 'წიგნი ყველა სოფელს' ფარგლებში, ხვალ, 9 სექტემბერს, წაღვერისა და ბორჯომის მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკებს სხვადასხვა მხატვრული ლიტერატურა გადაეცემა. ბორჯომის ცენტრალურ პარკში კი კულტურული ღონისძიებები მოეწყობა.

ბორჯომს 'მოსიარულე ბიბლიოთეკა' ეწვევა

ცენტრალურ პარკში სხვადასხვა ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება.

12:00–დან 18:00 საათამდე პარკის შესასვლელში განთავსდება გამომცემლობების პავილიონი, სადაც სხვადასხვა გამომცემლობა მოაწყობს წიგნების გამოფენა-გაყიდვას. იქნება ფასდაკლებები. გარდა ამისა, ამავე პერიოდში მოეწყობა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა "ხელნაწერი წიგნის შექმნა"; ქართველი კალიგრაფების ნამუშევრების გამოფენა და კალიგრაფიული შესრულების საჯარო ჩვენება დაინტერესებული საზოგადოებისთვის;

12:00-15:00 საათზე დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს ლიტერატურულ ბლიც კონკურსში;

16:00 საათზე შედგება პოეზიის საღამო და ადგილობრივი მკითხველების შეხვედრა ახალგაზრდა პოეტებთან: ნინო სადღობელაშვილთან, თორნიკე ჭელიძესა და თამთა გრიგოლიასთან.

16:30 საათზე შედგება ლიტერატურული ბლიც კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება.

ღონისძიებებს კლასიკური მუსიკით გააფორმებს სიმებიანი კვარტეტი; პროექტის მიმდინარეობისას ბორჯომის ცენტრალურ პარკში მოეწყობა ტრადიციული ქართული ჩაის კუთხე და დეგუსტაცია;

"ლიტერატურული დღეები" - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს და სხვადასხვა პარტნიორთან ერთად ხორციელდება. პროექტის მთავარი მიზანია ადგილობრივი ახალგაზრდების წიგნიერების დონის ამაღლება, ლიტერატურული, შემოქმედებითი გარემოს შექმნა და რეგიონში საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება;

ბორჯომში ღონისძიებები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით დაიგეგმა.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

30 აგვისტოს ბორჯომში 'ბორჯომქალაქობას' იზეიმებენ
25 აგვისტოს ბორჯომში  სახალხო დღესასწაული 'ბორჯომობა – 2018' გაიმართება
დამოუკიდებლობის 100 წლისთავი – ახალციხეში დაგეგმილი ღონისძიებები
26 მაისს სამცხე–ჯავახეთში დაგეგმილი ღონისძიებები
რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს
რა იგეგმება დღეს სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში