FM97.5 / LIVE
ახალციხის ციხის რეაბილიტაციისას დაღუპული მამაკაცი მამუკა ბლუაშვილია

ახალციხის ციხის რეაბილიტაციისას დაღუპული მამაკაცი მამუკა ბლუაშვილია

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 27.07.2012
გუშინ საღამოს, რაბათის ციხის რეაბილიტაციისას დაღუპული მამაკაცი სოფელ კლდეში მცხოვრები 38 წლის მამუკა ბლუაშვილია. გარდაცვლილს მეუღლე და 5 წლის ვაჟი დარჩა.

ახალციხის ციხის რეაბილიტაციისას დაღუპული მამაკაცი მამუკა ბლუაშვილია

უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. მამუკა ბლუაშვილი ციტადელიდან გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა.

ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში შემთხვევის შესახებ შეტყობინება 19 საათსა და 28 წუთზე შევიდა.

- ”პოლიციიდანაც რეკვადნენ, რაბათიდანაც, ათობით ზარი შემოვიდა. ადგილზე ორი ბრიგადა გავიდა, სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის”, - ამბობს ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მორიგე ოპერატორი ენრიკო კაპანაძე.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის ჯულიეტა კაპანაძის თქმით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარის შესახებ ბლუაშვილის ახლობლებს ციტადელზე მომუშავე მუშებმა შეატყობინეს.

- ”რა და როგორ მოხდა არ ვიცით, ციხის წარმომადგენლობიდან აქ არავინაა. ვიღაც ხომ უნდა იყოს, რომ პასუხი გაგვცეს. ვის ვკითხოთ, მუშებს?!” - გვითხრა გარდაცვლილის მეუღლის ბიძამ ზაზა პაქსაშვილმა გუშინ საღამოს, იმ დროს, როდესაც გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდებოდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მცხოვრებმა მამუკა ბლუაშვილმა რაბათის ციხის სამშენებლო სამუშაოებზე მუშაობა ორი თვის წინ დაიწყო.

- ”ყურსასმენი აპარატი ჰქონდა, თორემ ფიზიკურად მუშაობა არ უჭირდა. ვერ ვხვდებით რა შეიძლება მომხდარიყო”, - ამბობს ბლუაშვილის ახლობელი დათო კახიშვილი.

მომხდარის შესახებ დეტალების გარკვევა ”სამხრეთის კარიბჭემ” რაბათის ციხის დირექტორთან ნოდარ გოროხოვთან სცადა.

- ”ვერ გეტყვით რა მოხდა, ასობით სამშენებლო კომპანია მუშაობს, მათ მუშაობაში მე არ ვერევი”, - განაცხადა გოროხოვმა.

მამუკა ბლუაშვილი სოფელ კლდეში გუშინ ღამით, დაახლოებით 24:00 საათზე გადაასვენეს. მომხდარის შესახებ გვიანობამდე არაფერი იცოდნენ ბლუაშვილის მშობლებმა, რომლებიც ქალაქ რუსთავში ცხოვრობენ. ექსპერტიზის პასუხები ცნობილი ერთ კვირაში გახდება.

მომხდარს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს. რაბათის ციხის ხელმძღვანელობა გუშინ საღამოსვე დაკითხეს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებული რაბათის უბნის სარეკონსტრუქციო-სარესტავრაციო სამუშაოები გასული წლის მაისში დაიწყო. მშენებლობის პირველი ეტაპი აგვისტოში სრულდება. აგვისტოს შუა რიცხვებისთვისაა დაგეგმილი რაბათის უბნის ოფიციალური გახსნა. მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 7 ჰექტარ ფართობს მოიცავს, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის რესტავრაციას მსხვერპლი მოჰყვა
დაუცველი შრომის უსაფრთხოება თუ მუშის დაუდევრობა
სამცხე-ჯავახეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 16 ავტომობილი გადაეცა
ახალქალაქში დედა და მისი სამი შვილი გარდაცვლილი ნახეს
ვალეში სასწრაფო დახმარების სამსახურს უჩივიან
გაზით მოწამლული ერთი პაციენტი ამ დრომდე სტაციონარში რჩება
ბაკურიანში სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა დასრულდა