FM97.5 / LIVE

”მემარჯვენეების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მესხეთში

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 24.07.2012
დღეს ”ახალმა მემარჯვენეებმა” მესხეთში დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს

”მემარჯვენეების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მესხეთში


.

პარტია ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ, ”ახალი მემარჯვენეების” ახალციხის რაიონულ ოფისში ახალციხის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის მალხაზ გოგოლაძე, ბორჯომში - რომანოზ ახვლედიანი, ასპინძაში კი გია ჭელიშვილი იბრძოლებს.

”მემარჯვენეების” სამივე კანდიდატი ადგილობრივია.

”სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი რთული რეგიონია საარჩევნოდ, აქ ”ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის ცდილობდა მეტად ეკონტროლებინა სიტუაცია და 90-პროცენტიანი შედეგიც მიეღო, - ამბობს გამყრელიძე და ამატებს, რომ სწორედ ამიტომ სამივე მუნიციპალიტეტში ადგილობრივი კადრი შეირჩა - ხშირია შემთხვევა, როდესაც შენი გაცხადებული და შეთავაზებული კანდიდატურა იხსნება ვიღაცის ზეწოლის გამო. ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევიან”.

გია ჭელიშვილი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ათი წელია ასპინძაში ”მემარჯვენეებს” წარმოადგენს. რომანოზ ახვლედიანი ორი წელია რაც პოლიტიკაში ჩაერთო. როგორც თავად ამბობს, არ აპირებდა, მაგრამ ეს ქვეყანაში შექმნილმა, უმძიმესმა სიტუაციამ აიძულა. რაც შეეხება მალხაზ გოგოლაძეს, ის ”ახალ მემარჯვენეებში” რვა თვეა რაც გაწევრიანდა. გოგოლაძე ახალცხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო.

”მემარჯვენეებს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ადიგენსა და ჯავახეთში არ დაუსახელებიათ.

”დღეს ჩვენ შეგნებულად არ დავასახელეთ ჯავახეთის კანდიდატურები. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მოსაზრებები აქ კანდიდატების შესახებ პარტიაში უკვე არსებობს. მიუხედავად განსაკუთრებული სირთულისა, ჯავახეთში ჩვენი პარტია მუშაობს და იქ პრეზენტაციას ცალკე გავმართავთ”, - აცხადებს გამყრელიძე.

კანდიდატების წარდგენის შემდეგ ”ახალმა მემარჯვენეებმა” ახალციხის ქუჩებში აქცია - ”არა მონოპოლიას”გამართეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ლელომ' სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ დაასახელა
დავით გამყრელიძემ ნინოწმინდაში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა
'ქართულმა ოცნებამ' სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები   [25 აგვისტოს მდგომარეობით]
ასპინძაში, ხიზაბავრის თემში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს [R]
ბლოკმა ‘სახელმწიფო ხალხისთვის’ სამცხე-ჯავახეთში დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [30 აგვისტოს მდგომარეობით]