FM97.5 / LIVE

თორნიკე მაისურაძის ვიდეობლოგი [Video]

მთავარიSK TV » ვიდეო 02.06.2014
სტუდენტი თორნიკე მაისურაძე ახალციხის თვითმმართველობას ორი ინიციატივით მიმართავს, მოაწესრიგონ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სპორტული მოედანი და ამავე ქუჩის დასუფთავებაზე იზრუნონ.

თორნიკე მაისურაძე ამბობს, რომ რუსთაველის ქუჩის ამ ნაწილში მცხოვრები ახალგაზრდები ძირითადად N103–ე კორპუსთან მდებარე სტადიონზე იკრიბებიან. თუმცა, მოუწესრიგებელია და ბავშვებს ფეხბურთის თამაში ბეტონზე უწევთ. არადა ამ უბანში სულ მცირე 60 ახალგაზრდა მაინც ცხოვრობს.

თორნიკე მაისურაძე ქალაქის თვითმმართველობას თხოვნით მიმართავს, ყურადღება მიაქციონ რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებს, მოაწესრიგონ სტადიონი, დარგონ ხელოვნური საფარი და შემოღობონ. რადგან ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისთვის სპორტი ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ასევე ამ ქუჩის მცხოვრებლებლს აწუხებთ, დასუფთავებას ეხება. ამ ქუჩის მაღლა ზარზმელის ქუჩაა, ეგერეთ წოდებული, „ადინაცატების დასახლება“ , საიდანაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები რუსთაველის ქუჩას ეყრება. გარდა ამისა, წვიმის დროს, ამ ქუჩიდან რუსთაველზე ნიაღვრები ჩამოდის, რასაც ეს ნარჩენები მოყვება და მთელს ქუჩაზე გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარიაა. სწორედ ამიტომ, თორნიკე მაისურაძე თვითმმართველობას კიდევ ერთი ინიციატივით მიმართავს, მიიღონ შესაბამისი ზომები, შიძინონ და დადგან სანაგვე ურნები ზარზმელის ქუჩაზე და ჯარიმები დააწესონ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივები ნაგავს ისევ ქუჩაში დაყრიან.



თორნიკე მაისურაძის ვიდეობლოგი [Video] ვიდეობლოგი მომზადებულია პროექტის "ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გამარჯვებული ბლოგერი თორნიკე მაისურაძე გახდა
თათია ჯონსონის ვიდეობლოგი [Video]

მოუხერხებლად განლაგებული ურნები და სტიქიური სანაგვე რუსთაველის ქუჩაზე

ახალციხეში ნარჩენებს ჩიხებსა და მდინარის ნაპირებზე ყრიან [Photo]