FM97.5 / LIVE

ახალციხის მერობის კანდიდატები ამომრჩევლების პირისპირ

მთავარიარჩევნები 31.05.2014
ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, კადრების შერჩევა, კულტურა, სპორტი და ტურიზმი – ეს იმ თემების ნაწილია, რაზეც დღეს, 31 მაისს, ახალციხის მერობის კანდიდატებმა ამომრჩევლების შეკითხვებს უპასუხეს;

ახალციხის მერობის კანდიდატები ამომრჩევლების პირისპირ

საჯარო დებატებს ახალციხის მერობის ხუთივე კანდიდატი ესწრებოდა: ნატალი სისვაძე– ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“, ზაზა ნათენაძე – „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“, გელა დემეტრაძე – ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გოჩა ათოშვილი – „სალომე ზურაბიშვილი –საქართველოს გზიდან“ და გიორგი კოპაძე – ბლოკ „ქართული ოცნებიდან“.

თუმცა, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი შეხვედრაზე ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა. შეკრებილებს მოუბოდიშა და დაგვიანების მიზეზად, ამომრჩევლებთან შეხვედრა დაასახელა.

ახალციხის მერობის კანდიდატები ამომრჩევლების პირისპირ მერობის კანდიდატები არასამთავრობო სექტორის, საგანმანათლებლო სფეროს, მედიის წარმომადგენლებისა და აქტიური მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობდნენ. დისკუსიას დაახლოებით 35 მოქალაქე ესწრებოდა.

ვიდრე დარბაზში კითხვები დაისმებოდა, კანდიდატებს 3–3 წუთი ჰქონდათ პროგრამულ აქცენტებზე სასაუბროდ.

ახალციხის მერობის კანდიდატები ამომრჩევლების პირისპირ „პროგრამები ზოგადი და არაფრის მთქმელია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მერიის ექსკლუზიური უფლებაა და ამაზე არც უნდა საუბრობდეთ. მე მაინტერესებს მეტი კონკრეტიკა. ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ოჯახურ ძალადობაზე, მრავალშვილიან დედებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე არავინ საუბრობთ. ამ კუთხით რას გეგმავთ?“ – „სამცხე–ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარის მარინა მოდებაძის ამ შენიშვნითა და კითხვით დაიწყო დებატები შეხვედრაზე.

სოციალური უზრუნველყოფა, რომ მათი საარჩევნო პროგრამისა და სამომავლო გეგმის ნაწილია, ამის შესახებ მერობის ყველა კანდიდატმა განაცხადა.

ახალციხის მერობის კანდიდატები ამომრჩევლების პირისპირ თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გელა დემეტრაძემ, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებლად აქვს ნამუშევარი, აღნიშნა, რომ მაგალითად მუნიციპალური საავადმყოფოს აშენება ადგილობრივი ბიუჯეტით ამ ეტაპზე შეუძლებელია. „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატმა ზაზა ნათენაძემ კი განსაკუთრებული აქცენტი განათლების სფეროზე გააკეთა და ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, სკოლის პედაგოგების ხელფასი 25 %-ით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებული თანხით გაიზრდება.

ახალციხის მერობის კანდიდატები ამომრჩევლების პირისპირ ასოციაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი დაინტერესდა რა პერიოდულობით აპირებენ კანდიდატები გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარებას და როგორ აპირებენ მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

ამ კითხვაზე მერობის კანდიდატმა „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“, ნატალი სისვაძემ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებრივი საბჭოს ჩამოყალიბებას აპირებს. ამის რესურსი კი ქალაქში ნამდვილად ეგულება.

ახალციხის მერობის კანდიდატები ამომრჩევლების პირისპირ იგივე გეგმაზე ისაუბრა მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ. კანდიდატმა პარტიიდან „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა”, გოჩა ათოშვილმა განაცხადა, რომ ამ კუთხით მას არასამთავრბო სექტორში მიღებული გამოცდილება დაეხმარება. ზაზა ნათენაძემ კი განაცახადა, რომ მერიაში საინფორმაციო დაფების გაკეთებას აპირებს, სადაც თითოეული თეთრის ხარჯვის შესახებ გამოაკრავენ ინფორმაციას.


ახალციხის მერობის კანდიდატები ამომრჩევლების პირისპირ განსაკუთრებული ხმაური დარბაზში „რეგიონული განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელის ნანა ზუბაშვილის რეპლიკასა და კითხვას მოჰყვა. ზუბაშვილმა რეპლიკის სახით განაცხადა, რომ კარგი იქნება ყველა უწყებაში უშიშროების კადრი თუ არ დასაქმდება წამყვან პოზიციაზე და მოქალაქეებ პროფესიული ნიშნით შეარჩევენ და არა პარტიული. კითხვა კი თვითმმართველობის მიერ შექმნილ საჯარო სამართლისა და არამომგებიან, არაკომერციულ იურიდიულ პირებთან ურთიერთობაზე დასვა.

„რისთვის იქმნება მუნიციპალიტეტში ააიპ–ები, თუკი ამ ორგანიზაციებმა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს სარგებელი არ უნდა მოუტანონ და როგორ აპირებთ მათთან ურთიერთობას?“ - იკითხა ნანა ზუბაშვილმა და მაგალითად ახალციხის ციხე მოიყვანა, რომელსაც მეორე წელია ადგილობრივი ბიუჯეტი სუბსიდიის სახით სოლიდურ თანხას უხდის.

ვინაიდან აქცენტი ახალციხის ციხეზე გაკეთდა, ციხე კი გელა დემეტრაძის გამგებლობის პერიოდში აშენდა, შეკთხვაზე პასუხის გაცემა დემეტრაძემ დაიწყო.

ახალციხის მერობის კანდიდატები ამომრჩევლების პირისპირ „ციხე არ შექმნილა იმისთვის, რომ ის ადგილობრივ ბიუჯეტზე ყოფილიყო დამოკიდებული, პირიქით, ქალაქში პატარა ქალაქის შექმნას ვგეგმავდით რაც შემდეგ შემოსავალს მოუტანდა ბიუეჯტს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.

„იქ სხვადასხვა კომპანიები ძალით იყვნენ შერეკილი და როგორც კი საშუალება მიეცათ, გამოიქცნენ“, - შეეპასუხა დემეტრაძეს მმართველი გუნდის კანდიდატი.

„როცა იქ კომერციული ფართი ნაწილდებოდა, ძალიან ბევრი მირეკავდა და იქ ადგილს ითხოვდა“, - უპასუხა დემეტრაძემ.

ახალციხის მერობის კანდიდატები ამომრჩევლების პირისპირ „თუ შინაგან საქმეთა მინისტრი დაგირეკავს და დაგავალებს, მოითხოვ ფართს ბუნებრივია“, - არ დაუთმო დემეტრაძეს კოპაძემ.

ორგანიზაციის „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ წარმომადგენელი დაინტერესდა როგორ წარმოუდგენიათ მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ, ქალაქის თვითმმართველობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლით დაკომპლექტდა: „როგორ გგონიათ, ხომ არ გამოიწვევს ეს კონფლიქტს და დაპირისპირებას?“, რაზეც ოპონენტებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ამას მიესალმებიან კიდეც, რადგან კონკურენცია და განსხვავებული ხედვა საბოლოო ჯამში ქალაქს უკეთეს შედეგს მოუტანს.

ახალციხის მერობის კანდიდატები ამომრჩევლების პირისპირ დისკუსია შეეხო კულტურის სფეროსაც, მაგალითად, კულტურის სახლის მომავალს, რომელიც „არც გარედან და არ შიგნიდან“ კულტურის სახლს არ ჰგავს. ამ კითხვაზე მერობის 5 კანდიდატიდან 4–მა განაცხადა, რომ კულტურა რათქმა უნდა პრიორიტეტული იქნება. მეხუთე კანდიდატი, ზაზა ნათენაძე კი შეკითხვის ავტორს, მეექვსე სკოლის დირექტორსა და ვაჟთა და გოგონათა ანსამბლების ხელმძღვანელს ზაზა თამარაშვილს დაჰპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში არათუ კულტურის სახლს, მის ყველა გასტროლს დააფინანსებს.

კანდიდატებმა რჩევებიც მიიღეს. „საზოგადოებრივი განვთარების ახალციხის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნუგზარ თათეშვილმა კანდიდატებს სთხოვა, რომ ტურიზმის განვითარებაზე იფიქრონ.

ახალციხის მერობის კანდიდატები ამომრჩევლების პირისპირ „ახალციხეში ჩამოსული და შემდეგ უკან წასული ტურისტი ჩვენი ანტირეკლამაა, მუნიციპალიტეტში არ არსებობს ტურისტული ინფრასტრუქტურა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაგალითად, საზოგადოებრივი საპირფარეშო. გთხოვთ, ნებისმიერი თქვენგანი, ვინც ქალაქის მერი გახდება, ეს საკითხი გაითვალისწინოს“.

იყო მცირე ექსცესიც, „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯიმშერ გოგოლაური იმის გამო, რომ კითხვის დასასმელად დიდხანს მოუწია რიგი, განაწყენდა და შეხვედრა მის დასრულებამდე დატოვა. თუმცა, ოთახიდან გასვლამდე კითხვა მაინც გააჟღერა: „პლაკატებს რომ ხევენ, ამაზე ილაპარაკეთ, თუ ნამდვილი დემოკრატიაა. აი მაგალითად, ბატონო გიორგი, ყველგან თქვენი პლაკატი რომ არის გაკრული, ჩვენ სადღა გავაკრათ?“– მიმართა მან მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს, რაზეც, ყველა ოპონენტმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა ყველას ჰქონდა და ქალაქში, სხვადასხვა ადგილზე, ყველა სუბიექტის პლაკატია ჩამოხეული.

მარინა მოდებაძემ და ცირა მესხიშვილმა კანდიდატებს დაპირება ჩამოართვეს, იმის შესახებ, რომ ნებისმიერი მათგანი გამარჯვების შემთხვევაში არასამთავრობოებთან ითანამშრომლებს და მათ მტრებად არ ჩათვლის. მოდებაძემ კანდიდატებს გენდერულ ბალანსის დაცვის დაპირებაც ჩამოართვა და განაცხადა, რომ ორივე დაპირებას ჩაინიშნავს და ამას გამარჯვებულ კანდიდატს, უკვე ქალაქის მერს, აუცილებლად შეახსენებს.

ახალციხის მერობის კანდიდატები ამომრჩევლების პირისპირ დებატები ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. შეხვედრამ საქმიანად ჩაიარა. კანდიდატებმა ამომრჩეველბის დამოკიდებულების, ამომრჩევლებმა კი კანდიდატების გეგმების შესახებ შეიტყვეს გაცილებით მეტი, ვიდრე ამას სატელევიზიო დებატებიდან ისმენენ.

საჯარო დებატები ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ პროექტის „აირჩიე ქალაქის მერი“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ USAID-ის და IFES-ის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებაა, არჩევნებში ინფორმირებული და გათვითცნობიერებული ამომრჩეველის მონაწილეობის ზრდით.

ამავე პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ ტელეკომპანია „მე–9 არხში“ მერობის კანდიდატების სატელევიზიო დებატებიც ჩაიწერა, რომელიც ეთერში 12 ივნისს გავა.

ახალციხის მერობის კანდიდატები ამომრჩევლების პირისპირ

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]

მასალა მომზადებულია ორგანიზაციის, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“, პროექტის – „აირჩიე ქალაქის მერი“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება USAID-ის და IFES-ის მხარდაჭერით.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დებატები ახალციხის მერობის კანდიდატებთან
წინასწარი შედეგებით, ახალციხეში არჩევნები 'ოცნებამ' მოიგო

ახალციხის მერობის კანდიდატმა ნატალი სისვაძემ კანდიდატურა მოხსნა
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი: დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ
ახალციხის პირველ უბანზე მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ