FM97.5 / LIVE

შსს-მ სამცხე-ჯავახეთში დაღუპული პოლიციელების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალები გახსნა

მთავარისაზოგადოება 30.05.2014
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინიციატივით, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ადიგენის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების წინ, დაღუპული პოლიციელების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალები გაიხსნა.

შსს-მ სამცხე-ჯავახეთში დაღუპული პოლიციელების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალები გახსნა
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 2008 წელს დაღუპული, ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, 23 წლის ლეიტენანტ არტურ ბერუჯანიანის სახელი ახალქალაქის რაიონის სოფელ ბარალეთში იმ ქუჩას დაერქვა, სადაც გამომძიებელი ცხოვრობდა.

ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 2007 წელს დაღუპული ადიგენის რაიონული განყოფილების დაბა აბასთუმნის ქვეგანყოფილების კრიმინალური პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებლის, პოლიციის კაპიტან თამაზ ჩილინგარაშვილის სახელი ეწოდა ადიგენის რაიონის სოფელ არალში მდებარე საბავშვო ბაღს, რომლის აღსაზრდელიც იყო თამაზ ჩილინგარაშვილი.

შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნულ ღონისძიებებს დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები დაესწრნენ.

შსს-მ სამცხე-ჯავახეთში დაღუპული პოლიციელების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალები გახსნა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შს მინისტრმა ბორჯომში გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა
შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელების შვილები დაასაჩუქრა
ახალქალაქში აგვისტოს ომში დაღუპული თამაზ მიქელაძის სახელობის ქუჩა იქნება
ბორჯომში შს მინისტრს ელოდებიან
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახები 1000 ლარს მიიღებენ
შსს-ს მომსახურების სააგენტომ დაღუპული პოლიციელების შვილებს უმასპინძლა
სიგელი სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის