FM97.5 / LIVE
ავტოსაგზაო შემთხვევას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია."> 6 დაღუპული, 5 დაშავებული

6 დაღუპული, 5 დაშავებული

მთავარისაზოგადოება 17.07.2012
ბოლო, დაზუსტებული ინფორმაციით, თბილისი-ქუთაისის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

6 დაღუპული, 5 დაშავებული

როგორც ქუთაისის საინფორმაციო სააგენტო newpress-ი წერს, დაღუპულების შესახებ ინფორმაცია იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა. ექვსი გარდაცვლილიდან ხუთი ახალქალაქი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსის მგზავრია, ერთი კი მსუბუქი ავტომობილის.

"დიდი ხანძარი იყო, მანქანით რომ მივუახლოვდით მიკროავტობუსიც და მსუბუქი ავტომობილიც საშინელ ცეცხლში იყო გახვეული, ადამიანები მოჩანდნენ, მაგრამ ვერავინ ვერ ეკარებოდა ახლოს. სახანძრო დიდხანს არ გამოჩენილა, არც გზაში შეგვხვედრია," – ამბობს თვითმხილველი ნათია კუპრაშვილი, რომელიც თბილისიდან ქუთაისში მიემგზავრებოდა.

”დღის სამ საათზე შემოვიდა შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. დაუყოვნებლივ გავიდა ჯგუფი. ადგილზე მისვლისას დაგვხვდა ავარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, ბარდუბნის მონაკვეთზე. „სპრინტერის“ ტიპის მიკროავტობუსი შეჯახებულია „შკოდას“ ტიპის ავტომობილს. გაჩნდა ცეცხლი და დაიწვა ექვსი მგზავრი,“ - აღნიშნა იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა არჩილ ძებაშვილმა, წერს სააგენტო.

ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილები ექსპერტიზაზე არიან გადაყვანილი. ოთხი დაშავებული ამ დრომდე ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში რჩება. ერთი კი მძიმე დამწვრობით თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც ”სამხრეთის კარიბჭემ” გაარკვია, დაშავებულების ახლობლები ახალქალაქიდან უკვე გაემგზავრნენ ქუთაისის მიმართულებით. მძღოლის ოჯახთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ავარიას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სოფელ პამაჯში სამი სახლი იწვის
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო:"ბორჯომში აქტიური კერა აღარ გვაქვს"
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება
სააგენტო: სოფელ დვირთან  ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომში ნახანძრალ ტყეს ცეცხლი უკიდია
შესწორება: 22 აგვისტოს  წყალთბილაში ხანძარი არ ყოფილა