FM97.5 / LIVE

აგარასთან მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მთავარისამართალი » შემთხვევა 12.05.2014
ახალციხე-თბილისის ავტომაგისტრალის აგარის მონაკვეთზე, თბილისიდან ახალციხეში მომავალ ავტობუსს ავარია შეემთხვა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც.

აგარასთან მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის ია თინიკაშვილის თქმით, რომელიც ავარიას შეესწრო, გარდაცვლილი აგარაში მცხოვრები შუახნის მამაკაცია.

მისივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მოხდა. ერთმანეთს თბილისიდან ახალციხეში მომავალი „ტოიოტას“ მარკის ავტობუსი და „ფორდის“ მარკის ჯიპი დაეჯახნენ.

„ავტობუსმა მართვა დაკარგა და სავალი გზიდან გადავიდა, ჯერ ხეს დაეჯახა და შემდეგ იქვე მდგომ მოქალაქეებს“, - ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ია თინიკაშვილი.

მისივე თქმით, ავტობუსი სავსე იყო მგზავრებით, მასში ისხდნენ ქალები და მცირეწლოვანი ბავშვებიც. არიან დაშავებულები, რომლებიც ქარელისა და გორის საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

რა მდგომარეობაში არიან დაშავებულები, „სამხრეთის კარიბჭე“ საავადმყოფოებში არკვევს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ავარიის შედეგად დაშავებული მგზავრები საავადმყოფოებში გადაჰყავთ
აგარასთან მომხადარი ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა
ნინოწმინდაში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალციხეში მანქანა გზიდან გადავარდა – არიან დაშავებულები
ახალციხეში მერსედესის მარკის ჯიპი პოლიციის მანქანას დაეჯახა
ასპინძა–ახალქალაქის გზაზე მომხდარ ავარიას დაშავებულები არ ჰყავს [Photo]
ახალციხეში ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა