FM97.5 / LIVE

„ქართულმა ოცნებამ“ ასპინძაში კანდიდატები წარადგინა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 05.05.2014
„ქართული ოცნების“ სახელით, ასპინძის გამგებლობისთვის, მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძე იბრძოლებს. გამგებლობისა და მაჟორიტარი კანდიდატები კოალიციამ დღეს, 5 მაისს წარადგინა.

„ქართულმა ოცნებამ“ ასპინძაში კანდიდატები წარადგინა
ამომრჩევლებთან შეხვედრა ასპინძის კულტურის ცენტრში შედგა. ცაბაძე ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ წევრმა, ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ წარუდგინა.

„რთული და პრინციპული პროცესი მიდის კანდიდატების შერჩევის. საბოლოო ჯამში ხერხდება და ხდება ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომლებიც საუკეთესოები არიან კონკრეტულ რაიონებში. „ქართულ ოცნებას“ აქვს ამის ფუფუნება – შეარჩიოს საუკეთესო კანდიდატები და წარუდგინოს ქართულ საზოგადოებას. ასეთი ღირსეული კანდიდატია ლევან ცაბაძე“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ლევან ცაბაძემ, რომელიც ასპინძის გამგებლად 2013 წლის 16 მაისს აირჩიეს, ამომრჩევლებს ერთწლიანი მუშაობის შედეგები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„ქართულმა ოცნებამ“ ასპინძაში კანდიდატები წარადგინა „ველოდები, რომ გავიმარჯვებ. ვპირდები მოსახლეობას, რომ ვიმუშავებთ იმ მტკივნეულ საკითხებზე, რაც მათ აწუხებთ. ერთერთი უმუშევრობის თემაა, ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგია, ავამუშაოთ ისეთი საწარმოები, რაც დასაქმების პრობლემას მოხსნის“, – აღნიშნა ცაბაძემ.
ამომრჩევლებს ლევან ცაბაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს პარლამენტის წევრმა თემურ ჭკუასელმა და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ.

ჭკუასელმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ პირველი პოლიტიკური ძალაა, ვინც რეალური თვითმმართველობის დანერგვას აპირებს: „ყველა მოდიოდა დემოკრატიის დროშით, მაგრამ მხოლოდ ქართულმა ოცნებამ გაბედა რეალური თვითმმართველობა დააწესოს ქვეყანაში. ამას სწორედ ისეთი თავდადებული და თავის რაიონზე შეყვარებული ადამიანები სჭირდება, როგორიც ლევან ცაბაძეა“.

ლევან ცაბაძესთან 29–წლიან მეგობრობაზე ისაუბრა სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა აკაკი მაჭუტაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ ასპინძაში კანდიდატები წარადგინა „ჩვენი მეგობრობა დაიწყო იმ ლამაზი სპორტიდან, რასაც რაგბი ჰქვია. ეს არის ადამიანი, რომელიც სამშობლოზე უზომოდაა შეყვარებული. მეგობრობისთვის, საქართველოს სიყვარულისთვის არის თავდადებული. იცის შრომის ფასი, ამ შრომის შედეგად მიაღწია სპორტულ ცხოვრებაში წარმატებებს და იგივე თავდადებით გააკეთებს იმას, რასაც ქვეყნისთვის სიკეთე ჰქვია. ჩემი თხოვნაა მხარი დაუჭიროთ ლევან ცაბაძეს, იგივე, ჩემს და თქვენს ლეონსიოს“, - მიმართა შეკრებილებს აკაკი მაჭუტაძემ.

შეხვედრის ბოლოს ლევან ცაბაძემ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. დაბა ასპინძაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ფართლაძეა, აწყვიტის თემში - ავთანდილ ივანიძე, დამალის თემში - ემილ ბალოიანი, ვარგავის თემში -ილია თედორაძე, იდუმალაში - ოთარ კობერიძე, ნაქალაქევში - ტიტიკო მაღრაძე, ოთაში – ბესიკ მაგრაქველიძე, ოშორაში - ბაადურ სეთურიძე, რუსთავში - ბესიკ ბერიძე, ტოლოშში - გურამ მელიქიძე, ძველში - გიორგი ჯვარიძე, ხიზაბავრის თემში კი თემურ პლაჭიაშვილი;

„ქართულმა ოცნებამ“ ასპინძაში კანდიდატები წარადგინა შეკრებილები აცხადებდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატებად ისეთი პიროვნებები შეარჩია, რომელთა ნდობაც შეიძლება.

„პატიოსანი და სუფთა რეპუტაციის ადამიანები არიან, მონდომებითა და საქმისადმი ერთგულებით გამოირჩევიან. კარგად ესმით ჩვენი რაიონის პრობლემები და თავს არ დაზოგავენ მათ მოსაგვარებლად“, - განაცხადა ადგილობრივმა მედეა წინწკალაძემ. (R)

ამავე თემაზე იხილეთ ვიდეომასალა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ქართულმა ოცნებამ" ასპინძაში მაჟორიტარები შეარჩია
ბორჯომში "ქართული ოცნების' გამგებლობის კანდიდატი დიმიტრი ყიფიანია
„ქართულმა ოცნებამ“ ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა [Photo/Video]
შესაძლოა ასპინძის გამგებელი პროკურატურაში დაიბარონ
გედევან ფოფხაძე ასპინძის სოფლებსა და დაბა ასპინძაში ამომრჩევლებს შეხვდა [R]
ბორჯომის მერობის კანდიდატი ამომრჩეველს შეხვდა [R]
აკაკი მაჭუტაძემ ასპინძაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა