FM97.5 / LIVE

სად იქნება საარჩევნო უბნები ახალციხეში მცხოვრებლებისთვის

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 01.05.2014
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში 35 საარჩევნო უბანი გაიხსნება: 13 ქალაქ ახალციხეში, 4 ვალეში, დანარჩენები კი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

სად იქნება საარჩევნო უბნები ახალციხეში მცხოვრებლებისთვის
ქალაქ ახალციხეში საარჩევნო უბნები საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტში, პროფესიულ სასწავლებელსა და მესხეთის თეატრში გადანაწილდება.

კერძოდ:

ქალაქ ახალციხეში, მ. კოსტავას (N32-198; 33-197), კეცხოველის, სულხან საბას, ი. ნებიერიძის, ე.ნინოშვილის, მეგობრობის, თბილისის, თუმანიანისა და შ.რუსთაველის (N20-80; 23-67) ქუჩაზე მცხოვრებლები ხმას N01 ახალციხის საარჩევნო უბანზე მისცემენ. ეს საარჩევნო უბანი მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობაში გაიხსნება.

ის ამომრჩევლები, ვინც: თაბუკაშვილის, კ.მებაღიშვილის, ე.თაყაიშვილის, გორის, ქუთაისის, ივ.ჯავახიშვილის, ჯანაშიას, მღვდელი თევდორეს, შ.წიქვაძის, მ. იაძის, ვაჟა-ფშაველას, გ.ჭყონდიდელისა და ზ.ფალიაშვილის ქუჩებზე ცხოვრობენ, არჩევანს N02 ახალციხის საარჩევნო უბანზე დააფიქსირებენ. აღნიშნული უბანი ახალციხის N4 საბავშო ბაღში გაიხსნება (ეგრეთ წოდებული ჯაყელის ბაღი).

ასპინძის, ფარნავაზ მეფის, წმ. დავითისა და კონსტანტინესა და გ.სააკაძის ქუჩებზე მცხოვრებლები არჩევანს N03 ახალციხის საარჩევნო უბანზე დააფიქსირებენ, რომელიც ახალციხის მეორე საჯარო სკოლის შენობაში გაიხსნება.

წმ.ანდრია პირველწოდებულის, მესხეთის, მესხეთის ჩიხის, მესხეთის მე-2 შესახვევის, მესხეთის შესახვევის, ს. ჯაყელის, ბაღინაშვილის, ბაღინაშვილის 1 შესახვევის, ბაღინაშვილის მე-2 შესახვევის, გ. სამსონიძის, ვ.გორგასლის, ზედგინიძის, ა.წერეთლის, ო. ახვლედიანის, პეტრე იბერის და გრ.ორბელიანის ქუჩებზე მცხოვრები ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უბანი (N04 უბანი) ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში იქნება.

რაბათის უბანში, ი.გოგებაშვილის, ალ.ყაზბეგის, ხარისჭირაშვილის, დ.გურამიშვილის, ი.ხმალაძისა და ციხისძირის ქუჩებზე მცხოვრებლები ხმას N05 უბანზე მისცემენ. უბანი რაბათის ტერიტორიაზე იქნება.

ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე: თამარაშვილის (N29-95; 4-48), თამარაშვილის შესახვევთან და ი.ახალციხელის ქუჩებზე მცხოვრებლებს, 15 ივნისს, არჩევნების დღეს, ახალციხის მეორე საბავშვო ბაღის შენობაში გახსნილ, N06 საარჩევნო უბანზე მოუწევთ მისვლა.

საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამხედრო საწყობების დასახლება, დ.აღმაშენებლის, გ.ბრწყინვალეს, გ. ტაბიძის, გ.ტაბიძის ჩიხი, დ.ჭონქაძის, ადიგენის, აბასთუმნის და ბორჯომის ქუჩებზე მცხოვრებლები, ხმას N07 ახალციხის საარჩევნო უბანზე მისცემენ. აღნიშნული უბანი ახალციხის მეოთხე საჯარო სკოლაში გაიხსნება.

9 აპრილის, შ. რუსთაველის (85-95; 118-122ა), საფარის, მარჯანიშვილის და ი.გვარამაძის ქუჩებზე მცხოვრებლებისთვის კი N08 საარჩევნო უბანი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიხსნება.

მანველიშვილის, შ.ახალციხელის, გამრეკელის, დიდიმამიშვილის, წმინდა ილია მართლის, სვიმონ კანანელის, თამარ მეფის, თამარ მეფის შესახვევის, შოთა რუსთაველის (N1-21; 2 – 18ა), კოსტავას (1-37; 2-30). პ. ნათენაძის ქუჩების მცხოვრებლებისთვის N28 საარჩევნო უბანი ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში იქნება.

წმ.ქეთევან დედოფლის, ნ.ნიკოლაძის, დემეტრე II თავდადებულის, ნ.ბარათაშვილის, ა.ივერიელის, დ.კლდიაშვილის, კ.გამსახურდიას, ი.ათონელის, ქ.ჩოლოყაშვილისა და ი. მაისურაძის ქუჩების ამომრჩევლებისთვის N29 საარჩევნო უბანი ახალციხის მეექვსე საბავშვო ბაღში გაიხსნება.

ვარძიის ჩიხის, ვარძიის, ი.პეტრიწის, შ.რუსთაველის (69-83; 82-116), ვ. სარაჯიშვილის, ხაშურის და ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები არჩევანს N30, ახალციხის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში გახსნილ შენობაში დააფიქსირებენ.

შ. რუსთაველის (95ა - 163; 124-130), სასაზღვრო ნაწილის დასახლების, ახალქალაქის გზატკეცილისა და ახალქალაქის გზატკეცილის ჩიხში მცხოვრებლები, N31, პროფესიული მომზადების ცენტრის, „ოპიზარის“ შენობაში განთავსებულ უბანში მისცემენ ხმას.

თამარაშვილის (2; 1-27), თამარაშვილის ჩიხის და გ.მთაწმინდელის, გრ. ხანძთელის, ბათუმი-ახალციხის გზატკეცილის 157კმ, მიქუტიშვილის, დანიელაშვილის და ათონელის ქუჩებისთვის, N32 საარჩევნო უბანი, ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში იქნება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში 4 საარჩევნო უბანი გაიხსნება
რომელ მისამართზეა უბანი, სადაც ხმას აძლევთ – არჩევნები 2020
ახალციხის მერს  15 057 ამომრჩეველი აირჩევს
ხვალ, 28 ოქტომბერს, სამცხე–ჯავახეთში 213 საარჩევნო უბანი გაიხსნება
რატომ იყო დაკეტილი N9 ვალის საარჩევნო უბანი
2017 წლის არჩევნებისთვის სამცხე–ჯავახეთში 213 უბანი გაიხსნება
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა იმართება