FM97.5 / LIVE

ბორჯომის გამგეობა სიგელებსა და მედლებს იმარაგებს

მთავარისაზოგადოება 18.02.2014
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სპორტულ მედლებს, თასებს, სხვა ფასიან საჩუქრებს, ბურთებსა და სიგელებს იმარაგებს. ტენდერები 6334 ლარზეა გამოცხადებული.

ბორჯომის გამგეობა სიგელებსა და მედლებს იმარაგებს
მედლების, თასების, სხვა ფასიანი საჩუქრების, ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთის ბურთების შესაძენად ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი, სავარაუდო ღირებულებით, 5 314 ლარი, დღეს, 18 თებერვალს გამოაცხადა.

პირველი, მეორე და მესამე ადგილებისთვის გამგეობა მსგავსი პარამეტრების მედლებს ითხოვს: პირველი ადგილის ოქროსფერი, დიამეტრი არანაკლებ 6,0 სმ–სა, სპეციალური ყუთით და ჩამოსაკიდი ქამრით, რაოდენობა 82 ცალი; მეორე ადგილის ვერცხლისფერი, ასევე 82 ცალი და მესამე ადგილის ბრინჯაოსფერი - 95 ცალი. გარდა ამისა, გამგეობა 63 სპორტული თასის შეძენას აპირებს, აქედან: 5 ცალი 60 სანტიმეტრი სიმაღლის, 6 ცალი 40 სანტიმეტრის და 52 ცალი 23 სანტიმეტრის უნდა იყოს.

გამგეობა ასევე ყიდულობს: 11 ცალ სპორტული სახის საჩუქარს, არანაკლებ 25 ლარის ღირებულების და 1 ცალს არანაკლებ 50 ლარის ღირებულების; 60 ცალ რბილ სათამაშოს, არანაკლებ 7 ლარის ღირებულების და ბურთებს: 2 კალათბურთი, 8 ფეხბურთის და 2 ფრენბურთის.

კიდევ ერთი ტენდერი, ასევე დღეს, გამგეობამ 340 ცალი სიგელის შესაძენად გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 1020 ლარია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ სპორტულ ტურნირებში (8 ტურნირი) გამარჯვებულების დასაჯილდოვებლად გამგეობა 340 ცალი სიგელის ბეჭდვასა და მიწოდებას ითხოვს.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, აღნიშნულ მასალას გამგეობა 2014 წელს დაგეგმილი სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისთვის იმარაგებს.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტი თითქმის ყოველ თვე აწყობს სხვადასხვა ღონისძიებებს, აჯილდოებს წარმატებულ ადამიანებს, სწორედ ამითვის არის საჭირო მედლები, თასები, ბურთები და სხვადასხვა სახის პრიზები“, - ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი მაია ბოჭორიშვილი.

აღნიშნულ ტენდერებში მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადების მიღება 20 თებერვალს იწყება და 24 თებერვალს სრულდება.

[მანანა სარაშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რისთვის ყიდულობს ასპინძის გამგეობა 20.000 ლარის ნაგვის ურნებს?
ახალციხის თემი ახალგაზრდული ცენტრებისთვის ინვენტარს ყიდულობს
12.870 ლარი სპორტული ტანსაცმლის შესაძენად–ახალქალაქის გამგეობამ ტენდერი გამოაცხადა
ახალციხის გამგეობა „პიკაპს“ ყიდულობს
ბორჯომის გამგეობა 187 მოქალაქეს საახალწლო საჩუქარს გადასცემს
ბორჯომში 3 მარტის აღნიშვნა 7800 ლარი დაუჯდათ
ახალციხის გამგეობა მესამე პიკაპს ყიდულობს