FM97.5 / LIVE

ნასვამი მძღოლი ტბაში მანქანიანად აღმოჩნდა

მთავარისაზოგადოება 30.06.2012
ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე ხელოვნურ ტბაში მანქანა გადავარდა

ნასვამი მძღოლი ტბაში მანქანიანად აღმოჩნდა

შემთხვევა 28 ივნისს, საღამოს, იმ დროს მოხდა, როცა ფეხბურთის გულშემატკივრები ქალაქის ახალ, ჯერ ოფიციალურად გაუხსნელ გასართობი კომპლექსის ამფითეატრში დამონტაჟებულ ეკრანზე გერმანია-იტალიის საფეხბურთო მატჩს უყურებდნენ.

- ”იტალიამ მეორე გოლი რომ გაიტანა, ზუსტად იმ დროს ტბაში ”ოპელის” მარკის ავტომანქანა გადავარდა. თავიდან ხალხი ვერც კი მიხვდა რა ხდებოდა. ნაწილი გოლის განმეორებით ჩვენებას უყურებდა, ნაწილი კი შემთხვევის ადგილისკენ გარბოდა”, - გვიამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც იმ საღამოს იტალიის ნაკრებს გულშემატკივრობდა.

შემთხვევისკიდევ ერთ-ერთი თვითმხილველი კი ამბობს, რომ დაინახა როგორ მიდიოდა ტბისკენ დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა: ”დავინახე როგორ დაიძრა მანქანების სადგომმიდან დიდი სისწრაფით ტბისკენ, თავიდან მეგონა, მანქანის გარეცხვა უნდოდა. ხალხს არც სჯეროდა რა მოხდა, ამბობდნენ, ”რა მანქანა, იტალიამ გოლი გაიტანაო”.

მისივე თქმით, ვიდრე მანქანა ჩაიძირებოდა, მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო, ნაპირისკენ გაცურა და ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე შეკრებილი ხალხიდან რამდენიმე ტბაში შევიდა, იმის გასარკვევად, იყო თუ არა ვინმე მანქანაში. დაახლოებით 10 წუთში შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და სამაშველო სამსახური მივიდა და ჩაძირული მანქანა ამოიყვანა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მძღოლი მარტო იყო მანქანაში და ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მანქანა ხევში გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ახალციხეში მანქანა დაიწვა
ასპინძაში სოფელ იდუმალასთან მანქანა ამოყირავდა [ფოტო]
ავარია ახალციხეში – ერთი მძღოლი ადგილიდან მიიმალა
ავარიის დროს მიმალული მძღოლი შემთხვევის ადგილას დაბრუნდა
კატასტროფის ცენტრის მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა
თვითმხილველი: პატრული ფეხითმოსიარულეს დაეჯახა