FM97.5 / LIVE

თვითმხილველი: პატრული ფეხითმოსიარულეს დაეჯახა

მთავარისაზოგადოება, სამართალი 28.05.2016
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ფეხით მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი მსუბუქად დაშავდა.

თვითმხილველი: პატრული ფეხითმოსიარულეს დაეჯახა

შემთხვევა, რომლის შესახებაც „სამხრეთის კარიბჭეს“ თვითმხილველებმა აცნობეს, 24 მაისს, თამარაშვილის ქუჩაზე, წრიულ მოედანთან, დაახლოებით 12:30 საათზე მოხდა.

მათი თქმით, საშუალო ასაკის მამაკაცი წრიულ მოედანთან ქუჩაზე ფეხით გადადიოდა, რა დროსაც მას პატრულის მანქანა დაეჯახა.

„პატრული სირენებით გარბოდა და უცებ კაცს დაარყა. კაცი მანქანასთან დაეცა, მაგრამ თვითონვე ადგა. მანქანაში ჩასვეს და საპატრულოში მიიყვანეს“, – ამბობს ერთ–ერთი თვითმხილველი, რომელმაც შემთხვევა საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან დაინახა.

მეორე თვითმხილველის თქმით, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ–ერთ მაღაზიაში მუშაობს, ადგილზე სასწრაფო დახმარება არ გამოუძახებიათ. მათივე ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის მანქანას შემთხვევის შედეგად სანათი ფარი დაუზიანდა.

თვითმხილველების ნათქვამს კატეგორიულად გამორიცხავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ მამაკაცი ქუჩაზე გადადიოდა, დაეცა და საპატრულო პოლიცია მის დასახმარებლად შეჩერდა.

„ამ ადამიანს ფეხი ისედაც სტკიოდა, ნატკენი ფეხი გადაუბრუნდა და წაიქცა. ეს რომ პატრულმა დაინახა, გააჩერა მანქანა და შეიყვანა შენობაში იმიტომ, რომ ენახა სჭირდა თუ არა რამე, რადგან სერიოზული არაფერი ჰქონდა, ტაქსი გამოიძახეს და სახლში გაუშვეს“, – განმარტეს შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ფეხით მოსიარულეს მანქანა დაეჯახა
ახალციხეში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მანქანა დაეჯახა
ახალციხეში ცხრა წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა
ახალციხეში 24 წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა
ახალციხეში ქვეითად მოსიარულე გოგონას მანქანა დაეჯახა [Photo]
ახალციხეში კაცს მანქანა დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა თამარაშვილის ქუჩაზე