FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველი უკანონო თვალთვალის ფაქტების გამოძიებას ითხოვს

მთავარისამართალი 28.01.2014
საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურების ერთჯერადი აქცია ვერ უზრუნველყოფს ადამიანის პირადი სივრცის ხელშეუხებლობისთვის მყარ სამართლებრივ გარანტიებს და ფარული თვალთვალის პრაქტიკის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

სახალხო დამცველი უკანონო თვალთვალის ფაქტების გამოძიებას ითხოვს
28 იანვარს მსოფლიო პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ 2013 წლის 5 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო და ვიდეო ჩანაწერების გარკვეული ნაწილი განადგურდა და ფარული თვალთვალის პრაქტიკის გამოძიების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

2013 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალის შედეგად, მოიპოვებოდა ათასობით ვიდეო და ფოტო მასალა, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა „უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია“, რომელშიც წევრის სტატუსით, საქართველოს სახალხო დამცველიცაა მიწვეული. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ფარული ჩანაწერები არ უნდა განადგურდეს იმ ფორმით, რომ ხელი შეეშალოს გამოძიების ინტერესებს.

„უკანონოდ მოპოვებული, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურების მსგავსი ერთჯერადი აქცია ვერ უზრუნველყოფს ადამიანის პირადი სივრცის ხელშეუხებლობისთვის მყარ სამართლებრივ გარანტიებს. აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების შელახვის ფაქტები ეფექტურად იქნეს გამოძიებული და დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტების აღიარება, დამნაშავე პირების გამოვლენა და დასჯა გახდება მსგავსი დარღვევების პრევენციის საფუძველი. მსგავსი დანაშაულის გამოუძიებლობა და მის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის გარეშე დატოვება, ხელს შეუწყობს დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებას, რაც წლების განმავლობაში, ადამიანის უფლებათა სფეროში ერთ–ერთ გამოწვევას წარმოადგენდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დაბალი რანგის შემსრულებლებთან ერთად, გამოვლინდეს და დადგეს ორგანიზატორთა პასუხისმგებლობის საკითხი”, - ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ფარული ჩანაწერების გამოძიებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის - თომას ჰამერბერგის მოსაზრება. მისი განცხადებით, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება იმ კადრებზე, რომელიც ადამიანის წამებას ასახავს და უნდა დადგეს წამებაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ამასთან, ჰამერბერგის რეკომენდაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურებისას დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რათა არ მოხდეს პირადი ცხოვრების ამსახველ მასალასთან ერთად, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ჩანაწერების განადგურება.

„როგორც ცნობილია, 2014 წლის 29 იანვარს ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ მიღებული იქნება გადაწყვეტილება სრულად იქნეს გამოძიებული უკანონო თვალთვალის ფაქტები. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს აწარმოონ სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება მოცემული დანაშაულებრივი ფაქტების გახსნის მიზნით“, - აცხადებს ომბუდსმენი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველმა სამართალდამცავებს წამზომი ჩაურთო[Video]

სახალხო დამცველი 7 ნოემბრის მოვლენების გამოძიებას ითხოვს
სახალხო დამცველი საზოგადოებას ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს წარუდგენს
სახალხო დამცველი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა
სახალხო დამცველის აპარატი ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება
სახალხო დამცველი მუსლიმებს ყურბან–ბაირამის დღესასწაულს ულოცავს