FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველი 7 ნოემბრის მოვლენების გამოძიებას ითხოვს

მთავარისამართალი 07.11.2013
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დროულად და ეფექტურად უნდა გამოიძიონ 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრისა და ტელევიზიის დახურვის ფაქტები.

სახალხო დამცველი 7 ნოემბრის მოვლენების გამოძიებას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველისა და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდებების მიუხედავად, 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერი მეთოდებით დარბევასა და ტელეკომპანია „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრას დღემდე სამართლებრივი შეფასება არ მისცემია.

"შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ არაერთი საერთაშორისო აქტით. მიუხედავად იმისა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, იგი მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, პროპორციული და თანაზომიერი საშუალების გამოყენებით შეიძლება შეიზღუდოს.

2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერი მეთოდებით დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრიდან ექვსი წელი გავიდა, თუმცა, სახალხო დამცველისა და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდების მიუხედავად, ადამიანის უფლებათა დარღვევის ამ ფაქტებს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცემია.

2007 წლის 7 ნოემბერს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დარბევისას, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო არაერთმა დემონსტრანტმა. აქციის დასაშლელად პირველად იქნა გამოყენებული სპეციალური საშუალებები, მათ შორის, რეზინის ტყვიები, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ იყო ნებადართული. სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, მტკიცებულებებით დასტურდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. იმავე დღეს მოხდა ტელეკომპანია „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრა, რასაც შედეგად ტელევიზიის დროებით დახურვა მოჰყვა.

საქართველოს სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის, ასევე 2008 წლის პირველი და მეორე ნახევრის საპარლამენტო ანგარიშებში დეტალურად არის განხილული 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები და აღწერილია ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთი რეკომენდაციით მიმართა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს, დროული და ადეკვატური რეაგირება მოეხდინათ სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ კანონდარღვევებზე, თუმცა, ყველა ეს რეკომენდაცია დღემდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დროულად და ეფექტურად იქნას გამოძიებული როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევის, ასევე ტელე-იმედში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და ტელევიზიის დახურვის ფაქტები.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მხოლოდ ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პირების გამოვლენა და დასჯა არის ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის ეფექტიანი საშუალება", - ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველი საზოგადოებას ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს წარუდგენს
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე ახალქალაქში
არჩევნების დღეს სახალხო დამცველის ოფისში ცხელი ხაზი იმუშავებს
სახალხო დამცველი უკანონო თვალთვალის ფაქტების გამოძიებას ითხოვს
სახალხო დამცველის მოწოდება ხელისუფლებას 17 მაისთან დაკავშირებით
2013 წელს სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობამ იმატა
სახალხო დამცველმა ეროვნული უმცირესობების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია