FM97.5 / LIVE

საქველმოქმედო ღონისძიება ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 26.04.2013
უნივერსიტეტში ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

საქველმოქმედო ღონისძიება ახალციხეში
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს წმინდა ბარბარეს სახელობის ნინოწმინდის ბავშვთა სახლის 30 აღსაზრდელი და ოთხი აღმზრდელი ესტუმრა. აღსაზრდელებმა ღონისძიებაზე სიმღერები, ლექსები და ცეკვები წარმოადგინეს.

”ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ღონისძიებას დაესწრო და ვინც გვერდით დაგვიდგა. ძალიან კარგი შთაბეჭდილებები მაქვს”, - ამბობს ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელი თამარ შაფიევი.

უნივერსიტეტის თვითმმართველობამ ღონისძიებისთვის მზადება სამი კვირის წინ დაიწყო.

”იდეა დეკემბერში გაჩნდა, თუმცა, ღონისძიებაზე მუშაობა სამი კვირის წინ დავიწყეთ. სტუდენტებმა მთელი ქალაქი შემოვიარეთ, პროდუქტი და თანხა შევაგროვეთ. შესაწირი ყუთები უნივერსიტეტის ორივე კორპუსში დავდგით და გარკვეული თანხა აქედანაც შემოვიდა”, - ამბობს უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი ზაზა ზედგინიძე.

მისივე თქმით, სხვადასხვა დაწესებულებებმა საკმაოდ კარგი შესაწირები გაიღეს.

”მაგალითად ”ბილაინმა” ბავშვთა სახლს სარეცხი მანქანა აჩუქა, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულმა ძალებმაც სერიოზული შესაწირი გაიღო. ყველას დიდ მადლობას ვუხდი დახმარებისთვის”.

საქველმოქმედო ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო. საღამო ახალქალაქისა და კუმურდოს მეუფეს ლოცვა-კურთხევით და მამა ტიმოთეს დახმარებით გაიმართა.

ღონისძიების შემდეგ ბავშვებმა ახალციხის ციხე დაათვალიერეს და უნივერსიტეტის რექტორს შეხვდნენ.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის ბავშვთა სახლისთვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო
საქველმოქმედო ღონისძიება
სტანისლავ ბონდარენკო  ნინოწმინდის ბავშვთა სახლში
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები პატრიარქს შეხვდნენ
ახალციხის უნივერსიტეტში დამდეგი შობა-ახალი წელი იზეიმეს
უნივერსიტეტის ეკო-კლუბმა ორწლიანი მუშაობა შეაჯამა
ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს წმინდა ნინოს დღესასწული მიულოცეს