FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიას მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების გარკვეულ ნაწილზე წვდომა ექნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.10.2020
ამიერიდან, ახალციხის მერიას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ელექტრონული წვდომა ექნება მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა პერსონალური მონაცემების ნაწილზე. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ეს საქმისწარმოებასა და მოქალაქეებთან ურთიერთობას გაამარტივებს.

ახალციხის მერიას მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების გარკვეულ ნაწილზე წვდომა ექნება

ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ, მოქალაქეების გარკვეულ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით, დღეს, ხუთ ოქტომბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს. სხდომაზე მყოფმა ყველა დეპუტატმა მას მხარი დაუჭირა.

ეს გულისხმობს, რომ მუნიციპალიტეტი ახალ ელექტრონულ წარმოებაზე გადადის. შესაბამისად „სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, ადამიანური რესურსების მართვის და და.ა.შ მიზნებისთვის“ მუნიციპალიტეტს შეეძლება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მოქალაქის პერსონალური მონაცემები ელექტრონულად მიიღოს.

აღნიშნულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

- სახელი
- გვარი
- პირადი ნომერი
- დაბადების თარიღი
- სქესი
- მოქალაქეობა
- ინფორმაცია პირად მისამართზე რეგისტრაციის შესახებ
- ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ
- ფოტოსურათი

„ეს პროგრამა უშუალოდ კავშირში იქნება სერვისების განვითარების სააგენტოსთან და მუნიციპალიტეტი ამა თუ იმ სუბიექტთან დაკავშირებით, სხვადასხვა განცხადების დამუშავების მომენტში, პერსონალურ მონაცემებს მიიღებს“, - განმარტა სხდომაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, ბაია იველაშვილმა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მუნიციპლურ სერვისებს უფრო მოქნილს გახდის. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა სერვისების განვითარების საგენტოსგან მიღებული ინფორმაცია უნდა დაამუშაოს, მიიღოს და გამოიყენოს, მხოლოდ იმ ოდენობით და იმ მიზნებისთვის, რასაც კონკრეტული განაცხადი მოიცავს და საჭიროებს.

„ვთქვათ, მოქალაქემ ჩვენთან გარკვეული საჭიროებისთვის უნდა წარმოადგინოს დოკუმენტების ჩამონათვალი, მათი შეგროვებისთვის რომ არ ვაწვალოთ მოქალაქე, გარკვეულ პერსონალურ მონაცემებზე მერიას ექნება წვდომა და გამოითხოვს ამ ინფორმაციას. ეს გაამარტივებს მათთვისაც საქმეს“, - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

დღესვე დეპუტატებს ეცნობათ, რომ საკრებულოს წევრი, ტიგრან მელქონიანი სხდომებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ელექტრონული გახდა
17 წლამდე ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება
რა დოკუმენტები გჭირდებათ 17 წლამდე ბავშვებისთვის 200 ლარიანი დახმარების მისაღებად - რეგისტრაცია დაიწყო
ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე გატანილი ‘უხერხული საკითხი’
17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200–ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო
დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია იწყება