FM97.5 / LIVE

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

მთავარისიახლე, არჩევნები 23.07.2020
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ინფორმაციით, გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 24 ივლისს დაიწყება და ექვსი დღე გაგრძელდება.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

2020 წლის 4 აგვისტოდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 24 ივლისის 10:00 საათიდან 30 ივლისის ჩათვლით, 24:00 საათამდეა შესაძლებელი, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/

გამოცდაზე რეგისტრაციის ინსტრუქცია:

გამოცდის ჩაბარების მსურველი ავსებს ელექტრონული განაცხადის ველებს - პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიხედვით) და გვარი;

ამის შემდეგ ავტომატურად ივსება ელექტრონული განაცხადის შემდეგი ველები - სახელი, დაბადების თარიღი, სქესი და მისამართი;

სასურველია გამოცდის ჩაბარების მსურველმა ასევე შეავსოს საკონტაქტო ინფორმაციის ველები - ტელეფონი და ელ-ფოსტა;

გამოცდის ჩაბარების მსურველი შეხედულებისამებრ ნიშნავს პერსონალური მონაცემების გაცემაზე თანხმობის ველს (თანხმობის საფუძველზე, გამოცდის ჩაბარების მსურველის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა) გაიცემა საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებსა და ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებზე, ასეთი ინფორმაციის სწავლების ცენტრიდან წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში);

გამოცდის ჩაბარების მსურველი რეგისტრაციისას შეხედულებისამებრ არჩევს გამოცდაზე გამოცხადების თარიღსა და დროს (საათი).

შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით).

გამოცდის ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის მიზნით აგრეთვე შეუძლიათ მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2020 წლის 24 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (ცესკოს შენობა), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირისა და უქმე დღეების გარდა. სამდივნოს უნდა წარედგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (ცესკოს შენობა). გამოცდის მიმდინარეობისას დაცული იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია. პრევენციული ზომებიდან გამომდინარე, გამოცდის ჩაბარების მსურველი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სამედიცინო პირბადით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საარჩევნო ადმინისტრაციის სასერტიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება
საარჩევნო მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
დღეიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო
ექსტერნად გამოცდების ჩაბარების მსურველთა  რეგისტრაცია 14 თებერვლიდან დაიწყება
1 ნოემბრიდან იარაღის შეძენის მსურველებს გამოცდის ჩაბარება მოუწევთ