FM97.5 / LIVE

კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 02.10.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 3379 პაციენტიდან, 38–ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

„ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში ფიქსირდება 7 093 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 52 %–ია, რაც შეესაბამება, 3 714 შეთხვევას. აქტიური შემთხვევა გახლავთ 3 379, აქედან 38 არის კრიტიკულად მძიმე პაციენტი და 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 9 არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი“, – ამბობს მარინა ენდელაძე.

ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

„აჭარაში 297 ახალი შემთხვევა, თბილისში - 78, იმერეთში - 52, სამეგრელო ზემო-სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლში 6-6 პაციენტი, ქვემო ქართლში 2, კახეთში - 3, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი-1“, - განაცხადა ენდელაძემ.

დღევანდელი მონაცემები stopcov.ge-ზე ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 7 093;
აქედან გამოჯანმრთელდა – 3 714;
გარდაიცვალა – 43;
კარანტინის რეჟიმში – 5 392;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
კოვიდსასტუმროში მყოფი პირი – 1 100;
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

[ნუკა სტფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქვეყანაში კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 26 მართვით სუნთქვაზეა
სამცხე–ჯავახეთში  covid 19-ის  27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 25 ოქტომბერი
საქართველოში კორონავირუსით 38–ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 37–ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა
ქვეყანაში კორონავირუისით ინფიცირებული პაციენტებიდან 18–ის მდგომარეობა კრიტიკულია
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა