FM97.5 / LIVE

ქვეყანაში კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 26 მართვით სუნთქვაზეა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 30.09.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში 3 072 ინფიცირებულიდან 28 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 26 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ქვეყანაში კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 26 მართვით სუნთქვაზეა

„კლინიკებში ამჟამად მკურნალობს 3 072 პაციენტი, აქედან კრიტიკულად მძიმეა 28. მათგან 26 გახლავთ მართვით სუნთქვაზე. მძიმე პაციენტებიდან რვა გადმოყვანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, ენდელაძის განმარტებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ აჭარაში ფიქსირდება.

„ახალი გამოვლენილი შემთხვევებიდან, აჭარაში ისევ მაღალია ინფიცირებულთა რაოდენობა - 235 პაციენტი. შემდეგ მოდის იმერეთი - 38 პაციენტი, შემდეგ თბილისი - 30 პაციენტი. სამეგრელო-ზემო–სვანეთში 14 ახალი შემთხვევაა, გურიაში - 6, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში არის თითო-თითო ახალი შემთხვევა“, - განაცხადა ენდელაძემ.

დღევანდელი მონაცემები stopcov.ge-ზე ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 6 192;
აქედან გამოჯანმრთელდა – 2 120;
გარდაიცვალა – 37;
კარანტინის რეჟიმში – 5 445;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
კოვიდსასტუმროში მყოფი პირი – 1 000;
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.



[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან 19–ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ქვეყანაში კორონავირუისით ინფიცირებული პაციენტებიდან 18–ის მდგომარეობა კრიტიკულია
საქართველოში კორონავირუსით 38–ე პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 16–ის მდგომარეობა კრიტიკულია
საქართველოში კორონავირუსით 37–ე პაციენტი გარდაიცვალა
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა