FM97.5 / LIVE

ქვეყანაში კორონავირუისით ინფიცირებული პაციენტებიდან 18–ის მდგომარეობა კრიტიკულია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 24.09.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ აჭარაშია. ენდელაძის ჩამონათვალში არ მოხვდა სამცხე–ჯავახეთი, სადაც ამ დროისთვის ოთხი კოვიდინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება.

ქვეყანაში კორონავირუისით ინფიცირებული პაციენტებიდან 18–ის მდგომარეობა კრიტიკულია

დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ინფიცირებულების გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთი გახლავთ, კვლავ ყველაზე მეტია აჭარაში, სადაც 164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თბილისში – 34, იმერეთში – 22. სამეგრელო–ზემო სვანეთში გახლავთ 15 ახალი შემთხვევა, გორში – 1, მარნეულში – 1, მცხეთაში – 1, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულია ხუთი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, ამ დროსთვის ქვეყანაში 18 კრიტიკული პაციენტია. ამბობს, რომ შემთხვევბის მატების მიუხედავად, საგანგაშო არაფერია.

„ამ მატებას ჩვენ ველოდებოდით. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა სისტემა გამართულია, უკვე მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. შევძლებთ ამ პაციენტების მართვას“, - განაცხადა ენდელაძემ.

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 4 399–მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 705 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 5 390 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836.

კოვიდ სასტუმროში 640 პირი იმყოფება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ისევ 41–ია. ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, ინფექციით ამ დრომდე 25 პაციენტი გარდაიცვალა.

რაც შეეხება სამცხე–ჯავახეთს, ბოლო ერთ კვირაში კოვიდინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 6
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა