FM97.5 / LIVE

11 ინფიცირებულის წყარო უცნობია, გრძელდება კვლევები – ეზუგბაია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 13.09.2020
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, დღეს გამოვლენილ შემთხვევებზე ისაუბრა. მისი თქმით 152 შემთხვევიდან 11–ზე წყაროს დადგენის მიზნით კვლევები გრძელდება.

11 ინფიცირებულის წყარო უცნობია, გრძელდება კვლევები – ეზუგბაია

ეზუგბაიას განცხადებით, ყველაზე მეტი, 90 შემთხვევა კვლავ აჭარაში დადასტურდა, დანარჩენი შემთხვევებიდან კი, 15 – ქუთაისის სკოლას უკავშირდება, 15 „ენგურჰესს“, 17 დაავადებულთან კონტაქტია, ხოლო ოთხი შემთხვევა შემოტანილია.

მან ასევე დასძინა, რომ დღეს გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა მანიშნებელია სიტუაცია სტაბილურობის, რადგან გუშინდელზე მეტი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„152 შემთხვევის გამოვლენა ეს არის ძალიან აქტიური კვლევების ჩატარების შემდეგ, ეს არის იმის საწინდარი, რომ ყველა გამოვლენილი შემთხვევა და მათი იზოლაცია გავრცელების პრევენციის საფუძველი გახლავთ. ჩავთვალოთ, რომ ეს ორი სამი დღე თუ ჩვენ დინამიკაში მატება არ გვექნება, შევინარჩუნებთ ამ მაჩვენებელს და ნელ-ნელა როგორც დღეს იყო ნაკლები, გუშინდელთან შედარებით და ასე გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩატარებული სამუშაოები მყისიერი და თანაზომადი არის ეფექტური, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად გავრცელების პრევენციას მოვახერხებთ ყველა გამოვლენილის იზოლაციით“,– განაცხადა ეზუგბაიამ.

13 სექტემბრის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის გავრცელება ასეთია:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 2227;
• მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1369;
• მათ შორის გარდაცვლილი - 19;
• კარანტინის რეჟიმში - 5882;
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390;
• *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მიუხედავად მაღალი ციფრების, პანიკის საფუძველი არაა’  – ეზუგბაია
კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა - 6
'თუ დღეში ასეულს არ გადავაჭარბებთ, ზომიერი მატებით რყევები ქვეყანაში არ გვექნება' – ეზუგბაია
კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 30 სექტემბერი
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა
კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა