FM97.5 / LIVE

ფარავნის ტბასთან არქეოლოგებმა ყორღანული სამარხი და ბაზალტის ქვებით ნაგები შენობები შეისწავლეს [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.09.2020
არქეოლოგიური ექსპედიცია, ფარავნის ტბის მიმდებარედ მესამე წელია მუშაობს, აღმოჩენილია ძვ.წ. XVI-XV საუკუნეებით დათარიღებული სარიტუალო გზიანი სამარხი, განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ნამოსახლარის ნაშთები და ბაზალტის ქვებით ნაგები ბანურად გადახურული სახლები.

ფარავნის ტბასთან არქეოლოგებმა ყორღანული სამარხი და ბაზალტის ქვებით ნაგები შენობები შეისწავლეს [ფოტო]

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ექსპედიცია გამოირჩევა სამეცნიერო, კომპლექსური მიდგომებით. მისი მთავარი მიზანია ფართოდ გაშლილი არქეოლოგიურო და სამეცნიერო კვლევები, რომელიც მიმართულია რეგიონის არქეოლოგიური პოტენციალის დასადგენად.

მიმდინარე 2020 წლის სეზონზე არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდა 2019 წელს დაწყებულ სამ უბანზე. პირველ უბანზე ექსპედიციამ შეისწავლა ყორღანული სამარხი. რომელიც 2018 წლის აეროდაზვერვებით გამოვლინდა, ხოლო მისი არქეოლოგიური შესწავლა 2019 წლის სეზონზე დაიწყო. ყორღანი იმით არის უნიკალური, რომ წარმოადგენს პირველ, სარიტუალო გზიან სამარხს ჯავახეთში. როგორც გათხრებმა გვიჩვენა სამარხი გაძარცვული იყო. მიუხედავად ამისა, აღმოჩენილი მასალა საინტერესო და საყურადღებოა. აქ ობსიდიანის ისრისთავებთან ერთად დადასტურდა გვიან ბრინჯაოს ადრეული ეტაპის კერამიკული ნაწარმი, რამაც მოგვცა საშუალება ძეგლი ძვ.წ. XVI-XV საუკუნეებით დაგვეთარიღებინა (დათარიღება წინასწარულია და არ წარმოადგენს საბოლოო ვერსიას).

მეორე უბანზე ექსპედიციამ შეისწავლა განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ნამოსახლარის ნაშთები, რომელიც სოფელ ახალ ხულგუმოში მცხოვრები ოჯახის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მდებარეობს. ძეგლი წინასწარი ვარაუდით ბაზალტის ქვებით ნაგებ „ბანურად გადახურულ“, სათავსო ნაგებობებს უნდა წარმოადგენდეს.

მესამე უბანი მდებარეობს შაორის მთის დასავლეთით. ის ასევე 2018 წლის აერო დაზვერვების შედეგად გამოვლინდა და 2019 წელს დაიწყო მისი არქეოლოგიური შესწავლა. ამ ნამოსახლარზე გათხრების მთავარი მიზანი მისი სტრატიგრაფიის დადგენა გახლდათ. გათხრების შედეგად გამოვლინდა ორფენიანი ძეგლი, თუმცა ის შესაძლოა არსებობას პირველი ათასწლეულშიც იწყებდეს. ფარავნის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე გრძელდება „საზაფხულო სკოლის“ საქმიანობაც რისთვისაც აქვე მოეწყო მცირე სამკითხველო.

ფარავნის ტბასთან არქეოლოგებმა ყორღანული სამარხი და ბაზალტის ქვებით ნაგები შენობები შეისწავლეს [ფოტო]

ფარავნის ტბასთან არქეოლოგებმა ყორღანული სამარხი და ბაზალტის ქვებით ნაგები შენობები შეისწავლეს [ფოტო]

ფარავნის ტბასთან არქეოლოგებმა ყორღანული სამარხი და ბაზალტის ქვებით ნაგები შენობები შეისწავლეს [ფოტო]

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფარავნის ტბასთან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ ზველში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს
ასპინძის სოფლებში არქეოლოგიური კვლევები დაიწყო
ასპინძაში 'ზველის რაბათზე' არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
აბულისა და შაორის ციკლოპურ ნაგებობებს არქეოლოგები შეისწავლიან
ჯავახეთში ციკლოპური ნაგებობების კვლევისას სამარხი აღმოაჩინეს
გურკელში ნაპოვნი ჭურჭელი გვიანი შუა საუკუნეების ქვევრია