FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტებში სწავლა დისტანციური არ იქნება

მთავარისიახლე, განათლება 09.09.2020
განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა არადისტანციურად წარიმართება. უნივერსიტეტების ადმინისტრაციები ვალდებული არიან დაიცვან მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

უნივერსიტეტებში სწავლა დისტანციური არ იქნება

განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ვერ შეძლებს სასწავლო პროცესი განახორციელოს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ კანონის შესაბამისად, გამონაკლისის სახით, უფლება მიეცემა სასწავლო პროგრამების თეორიული ნაწილი დისტანციურად წარმართოს.

იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას რომლის სტუდენტი იმყოფება იზოლაციაში/კარანტინში გამონაკლისის სახით უფლება მიეცეს იზოლაციაში, კარანტინში მყოფი სტუდენტისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილი წარიმართოს დისტანციურად.

გარდა ამისა, ვალდებულია დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები:

ვალდებულებები სასწავლო სივრცეებისთვის:

- პედაგოგები/ასისტენტები სამუშაო ადგილას გამოცხადნენ წინასწარ შედგენილი ცხრილის მიხედვით;
- პედაგოგები/ასისტენტები და სტუდენტები მაგიდებთან არ განათავსოთ ერთმანეთის პირისპირ;
- ინტენსიურად გამოიყენეთ ბუნებრივი ვენტილაცია;
- უზრუნველყავით სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;
- არ დაუშვათ სამუშაო სივრცეში პედაგოგების/ასისტენტები და სტუდენტები, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალების გარეშე, მათ შორის:

• ნიღაბი;
• ხელთათმანი;
• სახის დამცავი ფარი;
• საჭიროების შემთხვევაში, ბახილები;
• სპეც. ტანსაცმელი/ხალათი;

- უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ.

პედაგოგთა/თანამშრომლეთა და სტუდენტთა ვალდებულებები:

- დაიცავით ჰიგიენის წესები სასწავლო დაწესებულების სივრცეში;
- გამოიყენეთ სრულად ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
- ჩაიტარეთ ხელების ადეკვატური ჰიგიენა (სულ მცირე 70% სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებების გამოყენება იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა. ხილული დაბინძურების, ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას სავალდებულოა ხელების წყლითა და საპნით დაბანა);
- მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.

ვრცლად რეკომენდაციების შესახებ, ნახეთ ვებ გვერდზე moh.gov.ge

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეკომენდაციები სილამაზის სალონებისთვის - ჯანდაცვის სამინისტრო
რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა
ახალციხის სალონებში მომსახურების საფასური გაიზარდა
‘სტუმრებისათვის გამოიყენეთ ერთჯერადი მენიუ’- რეკომენდაციები რესტორნებისთვის
რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის
სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები სპეცჯგუფებისთვის - ცესკო
სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი პირველ მაისამდე ვერ შედგება – სამინისტრო