FM97.5 / LIVE

კომპანიამ '360 სარეკლამო სივრცე' თიბისის მხარდაჭერით მომსახურება გააფართოვა ®

მთავარისიახლე, რეკლამა 07.09.2020
ბრენდირებული პროდუქცია და სარეკლამო მასალები კორპორაციების იმიჯისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ყოველთვის მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიის შერჩევა, რომელიც ამ დელიკატურ საქმეს მაღალი ხარისხითა და სანდოობით შეასრულებს. ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე რამდენიმე სარეკლამო კომპანია გამოჩნდა, რომელიც ბიზნესს მრავალფეროვან მომსახურეობას სთავაზობს, რაც მთავარია დროულად და ხარისხიანად.

კომპანიამ '360 სარეკლამო სივრცე' თიბისის მხარდაჭერით მომსახურება გააფართოვა ®

ასეთია „360 სარეკლამო სივრცე“, რომელიც უკვე მეორე წელია ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს. კომპანიამ თიბისის სტარტაპერის პროგრამის ფარგლებში ბიზნესის მხარდაჭერით ისარგებლა და რამდენიმე დანადგარი შეიძინა, რომლებსაც სარეკლამო მასალების ბეჭდვისთვის იყენებენ.

„360 სარეკლამო სივრცე“ მომხმარებელს 50 სახეობის ნივთის ბრენდირებას სთავაზობს, ასევე, ბანერების და სხვადასხვა სარეკლამო მასალის ბეჭდვას. მასალების იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან ახორციელებენ. ამჟამად კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ წლის ბოლომდე თანამშრომელთა გაორმაგებას გეგმავენ.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ნდობა მოვიპოვოთ, დროულად და ხარისხიანად ჩავაბაროთ პროდუქცია. პანდემიის პერიოდში სამი თვით კომპანიის დახურვა მოგვიხდა, მაგრამ როგორც კი შეზღუდვები მოიხსნა, ჩვენც განვაახლეთ მუშაობა. განსაკუთრებით მადლიერი ვართ ჩვენი ერთგული მომხმარებლების, რომლებმაც ისევ გააგრძელეს ჩვენთან თანამშრომლობა,“ - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ლიკა მიქაბერიძე.

ამჟამად „360 სარეკლამო სივრცე“ 100-მდე კომპანიას უწევს სარეკლამო მომსახურებას და ამარაგებს ბრენდირებული პროდუქცით, მათ შორის, მსხვილი სუპერმარკეტების ქსელები და სადაზღვევო კომპანიებიც არიან.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტში სარეკლამო პლაკატებს ხევენ
'ნიკოლი' მომხმარებელს ტანსაცმლის ახალ კოლექციას სთავაზობს ®

ბორჯომმა ტურისტული სეზონისათვის სარეკლამო-საინფორმაციო მასალა გამოსცა
რესტორანი 'ზაზანოვა'  თიბისის მხარდაჭერით სტუმრებს ახალ მისამართზე ელოდება ®

თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა ®

თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების კიდევ ერთი მწარმოებელი კომპანია გაიხსნა ®