FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულო ყოფილ თანამშრომლებს 44 000 ლარამდე კომპენსაციას გადაუხდის

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.08.2020
ახალციხის საკრებულოდან უკანონოდ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა, ეკა ტატალაშვილმა და თეა ბაღდოშვილმა, საჯარო სამსახურის ბიუროს შემოთავაზებაზე, სხვა რეგიონში ემუშავათ, უარი განაცხადეს. საკრებულო ორივე მათგანს იძულებით განაცდური საათების და ექვსი თვის კომპენსაციისთვის დაახლოებით 44000 ლარს გადაუხდის.

ახალციხის საკრებულო ყოფილ თანამშრომლებს 44 000 ლარამდე კომპენსაციას გადაუხდის

ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ, 2017 წლის პირველ დეკემბერს გაათავისუფლეს.

სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი გათავისუფლება უკანონოდ მოხდა, ამიტომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბიუჯეტიდან მათ სასარგებლოდ დაახლოებით 44 000 ლარის გადახდა მოუწევს.

კონკრეტულად რამდენი დაერიცხება თითოეულ მათგანს მაშინ გაირკვევა, როცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოდ აღსრულდება, ეკა ტატალაშვილი არ გამორიცხავს, რომ ახალციხის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობას ხელმეორედ უჩივლოს, რადგან როგორც მისთვის ცნობილია, საკრებულო კუთვნილი თანხის სრულად ჩარიცხვას არ გეგმავს.

„მე რადგან ვარ დეპუტატი და ბიუჯეტიდან ვიღებ ხელფასს, საკრებულოში ფიქრობენ, რომ იძულებით განაცდური საათები დეპუტატად არჩევამდე უნდა ამინაზღაურონ. სასამართლომ იმსჯელა და თქვა, რომ დეპუტატად არჩევა აღნიშნულ საქმესთან კავშირში არ არის. ესენი კი ამბობენ, რომ არ გეკუთვნისო“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ეკა ტატალაშვილი.

მისი თქმით, გარდა აღნიშნულისა, საკრებულო გეგმავს საშემოსავლო გადასახადი ხელზე ასაღები თანხიდან ჩამოაჭრას, რაც დარღვევაა.

„უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი აქვს, რომ მე თვეში, ხელზე ასაღები თანხა გამომდის 560 ლარი, ესენი [საკრებულო] კი მეუბნებიან, რომ პროგრამაში ვერ შედიან და 560–დან უნდა დაიკავონ საშემოსავლო გადასახადი. მე ველოდები რა თანხა ჩამერიცხება, თუ 560–დან დამიბეგრეს, ამასაც გავასაჩივრებ“, – ამბობს ტატალაშვილი.

ტატალაშვილი „ევროპული საქართველოდან“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატად 2018 წლის 7 სექტემბერს შევიდა, მან გელა დემეტრაძე ჩაანაცვლა.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე აცხადებს, რომ ეკა ტატალაშვილთან და თეა ბაღდოშვილთან დაკავშირებით, თანხის დარიცხვა კანონის შესაბამისად მოხდება და არც ერთ მათგანს იძულებით განაცდური საათების და კომპენსაციის ოდენობას არაფერი დააკლდება.

„უზენაეს სასამართლოში ჩვენ გაგზავნილი გვაქვს შეკითხვა, ზუსტ პასუხს ვერავინ გვაძლევს, როგორ უნდა მოხდეს ბიუჯეტიდან თანხის გაცემა, რადგან ის 2018 წლიდან ისედაც იღებს ხელფასს, როგორც საკრებულოს დეპუტატი. რაც შეეხება 560 ლარის დაბეგვრას, ეს სიცრუეა. რაც მათ ეკუთვნით მიიღებენ, ერთი თეთრი არ დააკლდებათ. უბრალოდ ჩვენ ვართ გაურკვევლობაში როგორ უნდა მოხდეს ანაზღაურება, სხვა არაფერი, ჩვენ არავის ინტერესი გვაქვს“, – ამბობს გელა ნოზაძე.

ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის თემის საკრებულოში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, ქალაქის საკრებულოში, საორგანიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანგირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა. თემისა და ქალაქის გაერთიანებისა და მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შემდეგ, თვითმმართველობაში არცერთი მათგანი აღარ დაასაქმეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. რასაც კატეგორიულად უარყოფს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

[თინათინ ზაზაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულო, ყოფილი თანამშრომლების საქმეზე, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
თეა ბაღდოშვილმა და ეკა ტატალაშვილმა ახალციხის საკრებულოს საქმე უზენაესშიც მოუგეს
ახალციხის საკრებულომ ყოფილი თანამშრომლების საქმე უზენაესში გაასაჩივრა
ახალციხის საკრებულოს სარჩელს  სააპელაციო სასამართლო  განიხილავს
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თანამშრომლებმა სააპელაციოც მოუგეს
‘კომპენსაციას დავთანხმდებით’ – რატომ ვერ დაბრუნდნენ სამსახურში საკრებულოდან გათავისუფლებული თანამშრომლები
აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?