FM97.5 / LIVE

‘კომპენსაციას დავთანხმდებით’ – რატომ ვერ დაბრუნდნენ სამსახურში საკრებულოდან გათავისუფლებული თანამშრომლები

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.08.2020
საჯარო სამსახურის ბიურომ, ახალციხის საკრებულოდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს, ეკა ტატალაშვილს და თეა ბაღდოშვილს, 67 ვაკანტური ადგილი შესთავაზა, თუმცა არცერთი მათგანი სამცხე–ჯავახეთში არ არის. ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ კომპენსაციას მიიღებენ, რადგან სხვა რეგიონში სამუშაოდ წასვლას ვერ შეძლებენ.

‘კომპენსაციას დავთანხმდებით’ – რატომ ვერ დაბრუნდნენ სამსახურში საკრებულოდან გათავისუფლებული თანამშრომლები

ახალციხის საკრებულოს, ყოფილი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში, თეა ბაღდოშვილი ამბობს, რომ რადგან შეთავაზებული 67 ვაკანტური პოზიციიდან არც ერთი მათგანი სამცხე–ჯავახეთში არ არის, იძულებულია ექვსი თვის კომპენსაცია მიიღოს და რეზერვში ჩაეწეროს.

„ჩვენი რეგიონის გარდა ყველგან შემომთავაზეს ვაკანტური ადგილი, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მთავრობის ადმინისტრაციაში... ფიზიკურად ვერ ვახერხებ წასვლას, ვერ დავთანხმდები. ამ ეტაპზე შეთავაზებულ პოზიციებზე უარს ვიტყვი, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს“, - ამბობს თეა ბაღდოშვილი.

იგივე პასუხი აქვს ეკა ტატალაშვილსაც, რომელიც წლების განმავლობაში ახალციხის საკრებულოში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტი იყო.

„შეთავაზებული ვაკანტური პოზიციებიდან ჩვენი რეგიონიდან არც ერთი მუნიციპალიტეტი არ არის. ძირითადად არის ახმეტა, აბაშა, თბილისი. როგორც ვიცი მერიას აქვს შვიდი ვაკანსია და რატომღაც აქედან არ არის შემოთავაზება. ტერიტორიულად არ მაწყობს, ამიტომაც ვერ დავთანხმდები. მე რომ განვაცხადებ უარს კანონის შესაბამისად მეკუთვნის რეზერვში ჩარიცხვა და ექვსი თვის თანამდებობრივი სარგო კომპენსაციის სახით“, - აცხადებს ეკა ტატალაშვილი.

ამ დრომდე არც ერთ მათგანს შეთავაზებულ ვაკანსიებზე უარი ოფიციალურად არ განუცხადებია.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ამბობს, რომ ყოფილ თანამშრომლებს ვადა ხვალ, 25 აგვისტომდე აქვთ.

„გადაგზავნილია ვაკანსიების ჩამონათვალი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით არის, ვადა აქვთ და ველოდებით პასუხს“, - განმარტა გელა ნოზაძემ.

რაც შეეხება შვიდ ვაკანტურ პოზიციას ახალციხის მერიაში, გელა ნოზაძე აცხადებს, რომ უმეტესობა ამ პოზიციებიდან ეკა ტატალაშვილის და თეა ბაღდოშვილის მაშინდელ საქმიანობასთან კავშირში არ არის: "მერიაში ზედამხედველობის და მშენებლობის სპეციალისტებს ითხოვენ, არცერთს არ უმუშავია ამ კუთხით საკრებულოში. მე არ ვიცი რატომ არ შესთავაზა ეს ვაკანსია საჯარო სამსახურის ეროვნულმა ბიურომ".

მუნიციპალიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ საკრებულოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ეკა ტატალაშვილმა და თეა ბაღდოშვილმა, ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2018 წელს მიმართეს და საქმე მოიგეს კიდეც. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება საკრებულომ ჯერ სააპელაციოში, შემდეგ კი უზენაესში გაასაჩივრა, თუმცა წააგო. საკანონმდებლო ორგანოს ინტერესებს ახალციხის სასამართლოში დაქირავებული ადვოკატი იცავდა.

ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის თემის საკრებულოში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, ქალაქის საკრებულოში, საორგანიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანგირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა. თემისა და ქალაქის გაერთიანებისა და მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შემდეგ, თვითმმართველობაში არცერთი მათგანი აღარ დაასაქმეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. რასაც კატეგორიულად უარყოფს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

[რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?
თეა ბაღდოშვილმა და ეკა ტატალაშვილმა ახალციხის საკრებულოს საქმე უზენაესშიც მოუგეს
ახალციხის საკრებულომ ყოფილი თანამშრომლების საქმე უზენაესში გაასაჩივრა
ახალციხის საკრებულო, ყოფილი თანამშრომლების საქმეზე, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თანამშრომლებმა სააპელაციოც მოუგეს
ახალციხის საკრებულოს სარჩელს  სააპელაციო სასამართლო  განიხილავს
ახალციხის საკრებულო ყოფილ თანამშრომლებს 44 000 ლარამდე კომპენსაციას გადაუხდის