FM97.5 / LIVE

პენსიები 1–დან 14 რიცხვამდე გაიცემა – გახარია

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.08.2020
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რიგების, დისკომფორტისა და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პენსიების გაცემა თვის პირველი რიცხვიდან დაიწყება და 14–მდე გაგრძელდება.

პენსიები 1–დან 14 რიცხვამდე გაიცემა – გახარია
მისი თქმით, პენსია აქამდე ყოველი თვის 14 რიცხვში ირიცხებოდა, ეს კი ბანკის ფილიალებში დიდი რიგების და დისკომფორტის მიზეზი იყო.

"ეს რიგები პანდემიის პირობებში, დისკომფორტის გარდა, ეპიდემიის გავრცელების მაღალი რისკის მატარებელია. ყველამ კარგად ვიცით, რომ მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე. ყველა პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი, ამას უზრუნველყოფს ბანკი. არანაირი ტექნიკური შეფერხება ან ტექნიკური პრობლემა არ იქნება", – განაცხადა დღეს, 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, პენსიონერებს შეეძლებათ პენსია მშვიდ გარემოში აიღონ.

"რიგები აღარ უნდა იყოს და ჩვენს პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ პენსია მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღონ არა ერთ დღეს, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად, მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს ეპიდემიის გავრცელება განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება ®
2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია 20 ლარით, 70 წელს გადაცილებულებს კი 25 ლარით გაეზრდებათ
ვის და რამდენით გაეზრდება პენსია 1–ელი ივლისიდან
ლიბერთი ბანკი საკუთარი რესურსით 100 მილიონ ლარიან პროგრამას პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით აგრძელებს ®
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენსიონერები პენსიას 12 აპრილამდე აიღებენ
მაღალი რისკის მქონე მოძალადეებს ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ
‘ზიარების კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი’ – გიორგი გახარია