FM97.5 / LIVE

‘27 წელია გზის გაკეთებას ვიხვეწები’ – ‘დევნილთა დასახლებაში’ ასფალტის დაგებას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.08.2020
ახალციხეში, ეგრეთწოდებულ „დევნილთა დასახლებაში“, კერძოდ კი რუსთაველის N113–ში მცხოვრები მოსახლეობა მათ კორპუსებამდე მისასვლელი გზის გაკეთებას ითხოვს.

rusTavelis 113 gza

რუსთაველის N113–ში მდებარე კორპუსებში მეტწილად აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. აქაურობას უკვე „დევნილთა დასახლება“ ჰქვია.

„დევნილთა დასახლებაში“ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. საქალაქთაშორისო მიკორავტობუსი მხოლოდ დაბლა, ცენტრალურ გზამდე მოდის და უკან ბრუნდება და საიდანაც ცუდი გზა იწყება მოსახლეობას ფეხით უწევთ ასვლა.

„დევნილთა დასახლებიდან“ ბავშვები სკოლაში, საბავშვო ბაღში დადიან.

დასახლებაში არ არის სასურსათო მაღაზია, აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ ტაქსებით უწევთ გადაადგილება და ცუდი გზის გამო ტაქსიც მეტ თანხას ითხოვს.

ნაზი მიქაია დევნილია გაგრიდან. ახლა „დევნილთა დასახლებაში“ ცხოვრობს – „27 წელია აქ ვარ და 27 წელია გზის გაკეთებას ვიხვეწები“,– ამბობს ის.

„ბევრჯერ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, დაგვპირდნენ გავაკეთებთო, ორი კვირის წინ გზის გაფართოება დაიწყეს, იმედია გააკეთებენ“, – ამბობს ნელი მღებრიშვილი.

პავლე მერაბიშვილს ორი შვილი ჰყავს და ყოველდღიურად უწევს ამ გზის რამდენჯერმე გავლა, ამბობს, რომ უგზოობა აწუხებს და კარგი იქნებოდა ამ პრობლემისთვის ხელისუფლებას დროულად მიეხედა.

გზა, რომლის გაკეთებასაც მოსახლეობა ითხოვს დაახლოებით 400 მეტრია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვიპასუხეს, რომ ამჯერად მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე, დამამთავრებელი ეტაპი. პროექტი ითვალისწინებს გზის რეაბილიტაციას, ცენტრალური მაგისტრალიდან რუსთაველის ქუჩა N125 კორპუსამდე.

რუსთაველის N125 კორპუსი რომელია „დევნილთა დასახლებაში“ ვერ გვითხრეს, თუმცა მოსახლეობა, ამბობს, რომ რადგან სწორედ ამ ნომრამდე მოხდება ასფალტის საფარის დაგება, შესაძლოა ამ მონაკვეთში რუსთაველის N113 მოხვდეს.

„დიდი იმედი არ გვაქვს, რომ გზას დაგვიგებენ, თუმცა დაველოდოთ, ნათქვამია აღდგომა და ხვალეო“, – ამბობს დასახლებაში მცხოვრები კაცი.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში დევნილთა დასახლებაში გარდაცვლილი ქალი იპოვნეს
ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს
დღის ფოტო: ნარჩენებით მოფენილი მისასვლელი დევნილთა დასახლებაში [Photo]
წეროვანის დევნილთა დასახლებაში საირიგაციო ქსელი მოეწყობა [R]
მესამე ზამთარია დევნილების დასახლებაში წყალი არაა
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტის დაგება დასრულდა
ახალციხის უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზის ნაწილი ავარიულია [Photo/Video]