FM97.5 / LIVE

17 წლამდე ბავშვები კომპენსაციას 15 სექტემბრამდე მიიღებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.08.2020
კომპენსაციის მისაღებად, მშობლებს ბავშვების დარეგისტრირება მოუწევთ. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, სპეციალური საიტი უახლოეს მომავალში ამოქმედდება. კომპენსაციის მიღება შეუძლია ყველას, 0-დან 17 წლამდე ასაკის ჩათვლით.

17 წლამდე ბავშვები კომპენსაციას 15 სექტემბრამდე მიიღებენ

„დარწმუნებული ვარ, სწავლის დაწყებამდე, პირველი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო ხელმისაწვდომს გახდის იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ კომპენსაციას. განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა და ჩემი მოადგილე დეტალურად გააცნობს საზოგადოებას, თუ რა დოკუმენტები იქნება წარმოსადგენი, რომ ბავშვებმა მიიღონ ეს კომპენსაცია. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. შემდეგ კვირაში ჩვენ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, ამასთანავე ჩვენ ხელმისაწვდომს გავხდით იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვარ, რომ სწავლის დაწყებამდე, პირველი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები“,- განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოს მოქალაქეები, 17 წლის ჩათვლით ბავშვები ერთჯერადად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაღუპულთა ოჯახები 10 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ
პენსიონერებს და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს წამლებს ფოსტა მიაწვდის - მინისტრი
საზღვარგარეთ თვითდასაქმებული საქართველოს მოქალაქეები კომპენსაციას მიიღებენ
პირველ კლასში იმ ბავშვებს მიიღებენ, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდება
‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

300 ლარიან დახმარებას ის თვითდასაქმებულებიც მიიღებენ, ვინც დოკუმენტაცია სრულად ვერ შეაგროვა
17 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს მთავრობა 200 ლარით დაეხმარება