FM97.5 / LIVE

ქართველ მუსლიმთა კავშირი: 'საქართველოში დემოკრატია იმარჯვებს'

მთავარისაზოგადოება 28.11.2013
ქართველ მუსლიმთა კავშირი მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო პროცესის მშვიდად მოგვარებაში და რეგიონის მართლმადიდებელ მრევლს, 'რომლებიც პატივს სცემენ განსხვავებული მრწამსის ადამიანებთან ურთიერთობას და ხელს უწყობენ ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობასთან კეთილმეზობლური კავშირების განმტკიცებას'.

ქართველ მუსლიმთა კავშირი: 'საქართველოში დემოკრატია იმარჯვებს'
განცხადებას, რომელიც ქართველ მუსლიმთა კავშირმა ჭელაში მინარეთის აღმართვის შემდეგ, 28 ნოემბერს, გვიან ღამით გაავრცელა, "სამხრეთის კარიბჭე" უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, სოფელ ჭელაში, თავის ადგილს დაუბრუნდა, რამდენიმე თვის წინ „მოტაცებული“ მინარეთი. ვფიქრობთ, რომ ეს არის მოვლენა, როცა შეიძლება ითქვას, საქართველოში იმარჯვებს დემოკრატია. ეს არის, საქართველოს ყველა მოქალაქის მონაპოვარი, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა.

ქართველი მუსლიმების სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროცესის მშვიდად და დემოკრატიულად მოგვარებაში. კერძოდ, გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობის იმ უწყებებს და პირებს, რომლებიც ჩაერთვნენ და მიიღეს გონივრული გადაწყვეტილება მინარეთის თავის ადგილზე აღმართვასთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდით საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის დიდი წვლილიც არის აღნიშნული საკითხის მოგვარებაში; სახალხო დამცველის აპარატს, მასთან არსებულ რელიგიათა საბჭოს ხელმძღვანელობას და მის ყველა წევრს; საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, განსაკუთრებით, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარს, მთავარეპისკოპოსს მალხაზ სონღულაშვილს; საქართველოში მოქმედ არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს; რეგიონალურ და ცენტრალურ მედია საშუალებებს, ჟურნალისტებს; საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს; ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებს; უცხოეთში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ და მადლობა არ ვუთხრათ ადგილობრივ ქართველ მუსლიმებს მოთმინებისათვის, იმ გონივრული, მიზანმიმართული და სწორი ქმედებებისათვის, რამაც ხელი შეუწყო პროცესების მშვიდ და დემოკრატიულ ჩარჩოებში წარმართვასა და საბოლოო მოგვარებას.

აქვე, ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას რეგიონის მართლმადიდებელი მრევლისადმი, რომლებიც პატივს სცემენ განსხვავებული მრწამსის ადამიანებთან ურთიერთობას და ხელს უწყობენ ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობასთან კეთილმეზობლური კავშირების განმტკიცებას", - ნათქვამია განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართველ მუსლიმთა კავშირი განცხადებას ავრცელებს
ქართველ მუსლიმთა კავშირი ჭელაში მომხდარის გამოძიებას ითხოვს
ტარიელ ნაკაიძე: ჭელაში მინარეთი აუცილებლად უნდა აღდგეს
ქართველ მუსლიმთა კავშირი ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს გმობს
ჭელაში მინარეთი დააბრუნეს [Photo]
საპატრიარქო: 'რაც ამჟამად ხდება, არის რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობა'
მალხაზ სონღულაშვილი:გონს მოვეგოთ ვიდრე გვიან არ არის!