FM97.5 / LIVE

როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 2 აგვისტოს ჩათვლით

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.07.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები მთაში წვიმას და ელჭექს ვარაუდობენ, ხოლო მაღალ მთაში შესაძლოა სეტყვა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 2 აგვისტოს ჩათვლით

დღეს, 28 ივლისს დღის პირველ ნახევარში ყველა მუნიციპალიტეტეში მზიანი ამინდი იქნება, საღამოს საათებში კი ხანმოკლე წვიმა–ელჭექით.

ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით მოსალოდნელია +15, +17 გრადუსი.

დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო საღამოს საათებში სინოპტიკოსები სეტყვას ვარაუდობენ ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში. აქ ტემპერატურა +25, +27 გრადუსამდე მიაღწევს, ღამით კი +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

29 ივლისს უმეტეს მუნიციპალიტეტში, დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა–ელჭექით.

ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომი დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით +14, +16 გრადუსი.

ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით ჰაერი +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო ღამით მოსალოდნელია, +11, +13 გრადუსი.

30 და 31 ივლისს დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო საღამოს შესაძლებელია წვიმა–ელჭექით.

ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერტურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +14, +16 გრადუსი შენარჩუნდება.

დღის განმავლობაში ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა–ელჭექთ.

1–ელ და 2 აგვიტოს სამცხე–ჯავახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დღის განმავლობაში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღის ტემპერატურა 2 გრადუსით შემცირდება.

ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში დღისით +30, +32 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში +20, +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი მოსალოდნელია +6, +8 გრადუსი სითბო.

3 აგვისტოდან სამცხე–ჯავახეთში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

27 ივნისამდე სამცხე–ჯავახეთში უმეტესად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში 4 ივლისამდე
სამცხე–ჯავახეთში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს
25 ივლისამდე სამცხე–ჯავახეთში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი
სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე
როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 სექტემბრამდე სამცხე–ჯავახეთში