FM97.5 / LIVE

სომხური სამოციქულო ეკლესია „ვარდავარს“ ზეიმობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.07.2020
დღეს, 19 ივლისს, სომხური სამოციქულო ეკლესია, „ვარდავარის“ დღესასწაულს ზეიმობს. მორწმუნეები დღესასწაულს ერთმანეთს წყლის შესხმით ულოცავენ.

სომხური სამოციქულო ეკლესია „ვარდავარს“ ზეიმობს

დღესასწაულის აღნიშნვნა დილის 10:00 საათზე, ახალციხის სოფელ წყრუთთან მდებარე ეკლესიაში წირვით დაიწყო. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მრევლმა ეკლესიის ეზოში ტრადიციული წუწაობის რიტუალი შეასრულა.

სომხურ ტრადიციულ დღესასწაულთა შორის "ვარდავარი" ერთ – ერთი ყველაზე საყვარელი სომხური ტრადიციული დღესასწაულია, რომელსაც ათასწლეულების ისტორია აქვს. ამ დღეს ადამიანების ჯგუფები ეზოებში, ქალაქის მოედნებზე, მინდვრებზე იკრიბება და ერთმანეთს წყალს ასხამს.

წარმართულ სომხეთში, იგი უკავშირდებოდა სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთ ასტღიკისა და ანაჰიტის თაყვანისცემას. ქრისტიანობის მიღების შემდგომ კი დღესასწაულმა სახე იცვალა, მაგრამ შეინარჩუნა თავისი არსი.

,,ვარდავარი'' ქრისტიანული დღესასწაულია და ქრისტეს ფერისცვალებას უკავშირდება. სახარების მიხედვით, იესო ქრისტე მოციქულებთან ერთად ავიდა თაბორის მთაზე ლოცვისთვის, სიცხისა და დაღლილობისგან მოციქულები იძინებენ, ამ დროს მლოცველ ქრისტე ნათელით შეიმოსა, სახე მზესავით გაანათდა და ტანსაცმელი თოვლივით გათეთრდა. სახარებაში ნათქვამია, რომ ქრისტეს სამოსი გასხივოსნებული იყო. სწორედ ეს დღესასწაული დაედო საფუძვლად ერთმანეთისთვის წყლის შესხმას, წუწაობის ძველ ტრადიციას. წყლის შესხმის დროს მორწმუნეები ერთმანეთს ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებენ. მათი რწმენით, წყალი განასახიერებს საღმრთო მადლს.

"ვარდავარი" მოძრავი დღესასწაულია, რომელსაც სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომიდან 98–ე დღეს, 28 ივნისიდან 1 აგვისტოს მონაკვეთში, კვირა დღეს აღნიშნავს.

სომხური სამოციქულო ეკლესია „ვარდავარს“ ზეიმობს

სომხური სამოციქულო ეკლესია „ვარდავარს“ ზეიმობს

[რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომხური სამოციქულო ეკლესია 'ვარდავარის'დღესასწაულს ზეიმობს
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს ვარდავარი აღნიშნა
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ 'ვარდავარი' იზეიმა [Photo]
სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს
სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]
მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას აღნიშნავს