FM97.5 / LIVE

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ 'ვარდავარი' იზეიმა [Photo]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 08.07.2018
ახალციხეში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა „ვარდავარის“ დღესასწაული აღნიშნეს. ტრადიციულად, ისინი საზეიმო ლიტურგიას დაესწრნენ, შემდეგ კი ერთმანეთი წყლით გაწუწეს.

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ 'ვარდავარი' იზეიმა [Photo]ფოტო – სერგეი ფიდანიანი

დღეს, 8 ივლისს, "ვარდავარის" დღესასწაული რელიგიური ლიტურგიით დაიწყო, რომელიც ახალციხის სოფელ წყრუთთან ახლოს, ნაეკლესიარ ადგილზე აღევლინა – "ამ ადგილს, ჩვენ "დედა ეკლესიას" ვეძახით და დღეს ლიტურგია სწორედ აქ ჩავატარეთ", – განმარტავენ ადგილობრივები.

სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, კი ტრადიციად ქცეული წუწაობის რიტუალი ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა.

სომხურ ტრადიციულ დღესასწაულთა შორის "ვარდავარი" ზაფხულის ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომელსაც ათასწლეულების ისტორია აქვს.

წარმართულ სომხეთში, იგი უკავშირდებოდა სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთს - ასტღიკს.

ქრისტიანობის მიღების შემდგომ კი დღესასწაულმა სახე იცვალა, მაგრამ შეინარჩუნა თავისი არსი. ეკლესია მას უკავშირებს ფერისცვალების დღესასწაულს, რომელიც სახარების თანახმად, თაბორის მთაზე მოხდა. ამ დროს, იესო ქრისტე მოციქულებთან ერთად ავიდა მთაზე და ნათლით შეიმოსა, ფერი იცვალა. სახარებაში ნათქვამია, რომ ქრისტეს სამოსი გასხივოსნებული იყო.

სწორედ ეს დღესასწაული დაედო საფუძვლად ერთმანეთისთვის წყლის შესხმას, წუწაობის ძველ ტრადიციას. წყლის შესხმის დროს მორწმუნეები ერთმანეთს ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებენ. მათი რწმენით, წყალი განასახიერებს საღმრთო მადლს.

"ვარდავარი" მოძრავი დღესასწაულია, რომელსაც სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან 98–ე დღეს აღნიშნავს.

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ 'ვარდავარი' იზეიმა [Photo]ფოტო – სერგეი ფიდანიანი

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ 'ვარდავარი' იზეიმა [Photo]ლიტურგია სოფელ წყრუთთან

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ 'ვარდავარი' იზეიმა [Photo]ლიტურგია სოფელ წყრუთთან

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომხური სამოციქულო ეკლესია „ვარდავარს“ ზეიმობს
სომხური სამოციქულო ეკლესია 'ვარდავარის'დღესასწაულს ზეიმობს
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს ვარდავარი აღნიშნა
ახალციხეში სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ‘ტერენდეზის’ დღესასწაული იზეიმა [ფოტო]
მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ფერისცვალებას აღნიშნავს