FM97.5 / LIVE

კოსტავას ქუჩაზე სკვერი გახსნიდან 7 თვეში დაზიანდა [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.06.2020
ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერს, რომლის მოწყობისთვის 7 თვის წინ, 90 000 ლარი დაიხარჯა, ისევ რეაბილიტაცია სჭირდება. დაზიანებულია სკამები, ატრაქციონები, ელექტროსადენები და გარე განათება, ბიუეტში კი წყალი არ მოდის.

კოსტავას ქუჩაზე სკვერი გახსნიდან 7 თვეში დაზიანდა [ფოტო]

ახალციხეში კოსტავს ქუჩის N165 და N179 კორპუსებს შორის სკვერი ტენდერში გამარჯვებულმა შპს „გლობალ სტანდარტმშენმა“ გააკეთა. სამუშაოებისთვის 88 781 ლარი დაიხარჯა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანიამ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, დაზიანებულია სკამები, კაბელები კი, რითაც გარე განათებას ელექტროენერგია მიეწოდება ზემოდან ყრია.

„მაინტერესებს ასეთი სამარცხვინო პროექტი ვინ შეადგინა აქ 500–მდე ბავშვი ცხოვრობს და ნორმალური საქანელებიც არ არის, ერთი საქანელა დადგეს და ისიც დაცული არ არის. არც საკმების ხარისხი ვარგა გატყდა, შეიძლება ბავშვებისგანაც დაზიანდა მაგრამ უხარისხოა და იმიტომ“,– გვეუბნება ერთ–ერთი ადგილობრივი.

მათი თქმით, გარდა ამისა, სკვერის გახსნიდან ერთ თვეში გარე განათების სისტემა მწყობიდან გამოვიდა. წყლის ბიუეტს კი თავის ფუნქცია ამ დრომდე არ შეუსრულებია.

„ერთი თვე იმუშავა განათებამ და გაითიშა. სკვერში დადგეს წყლის ბიუეტი და რათ გვინდა, წყალი არ მოდის. მუშებმა თქვეს არ დაგვაერთებინეს ცენტრალურ ტრასაზე, ასე გვითხრეს მთავრობაში ფულს ვინ გადაიხდის მერეო. მაშინ რატომ დადგეს?! რაში ხარჯავენ ფულს?!“ ,– კითხულობს კოსტავას N179–ში მცხოვრები.

კოსტავას ქუჩაზე სკვერი გახსნიდან 7 თვეში დაზიანდა [ფოტო]

დაზიანებული ინფრასტრუქტურის გარდა, სკვერში დღემდეა დაუსრულებელი სამუშაოებიც.

„ფილები ბოლომდე არ არის დაგებული, ასევე განათების ბოძებთან კაბელები ზემოდან ყრია და საშიშია. ბავშვებს ვაფრთხილებთ, რომ არ მიუახლოვდნენ“ – ამბობენ 179–ში მცხოვრებლები.

გარდა სკვერისა, კოსტავას ქუჩაზე ადგილობრივებს სტადიონზე განათების პრობლემაც აწუხებთ.

„კარგია, რომ ეს სტადიონი გაკეთდა, მაგრამ უკვე ერთი თვეა ყველა ნათურა ციმციმებს, შეუძლებელია დაძინება ისეთი სიტუაციაა. აქამდე ჩვეულებრივად მუშაობდა, იქნებ ამ პრობლემასაც მიხედონ და მოაგვარონ“,–ამბობს კოსტავას N193-ში მცხოვრები მერი გვირჯიშვილი.

დაზიანებულ განათებაზე წუხს თითქმის ყველა მცხოვრები.

„მუქ ფარდებს ვაფარებთ რომ დავიძინოთ, ძალიან ციმციმებს სტადიონის ნათურები. ღამე დაძინება შეუძლებლია“,– ამბობს კოსტავს N173–ში მცხოვრები.

ხელშეკრულების თანახმად, შპს „გლობალ სტანდარტმშენი“ ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში სკვერში არსებული ხარვეზები გამოასწოროს.

„საგარანტიო ვადის პირობებში მშენებლი კომპანია უახლოეს ვადებში წყლის ბიუეტის და განათების პრობლემას მოაგვარებს“,-განაცხადეს მერიაში.

რაც შეეხება სტადიონს, თვითმმართველობაში განმარტეს, რომ მათი თანამშრომლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე და განათების პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

„ერთი თვე არ იქნება რაც დაზიანებულია განათება, 10 დღის წინაც გამოცვალეს ლამპიონი. ავიდნენ შეამოწმეს და ბურთია მოხვედრილი აუცილებლად შეცვლიან“,-გვითხრეს მერაში.

კოსტავას ქუჩაზე სკვერი გახსნიდან 7 თვეში დაზიანდა [ფოტო]

კოსტავას ქუჩაზე სკვერი გახსნიდან 7 თვეში დაზიანდა [ფოტო]

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პოლიციასთან სკვერში გარე განათების დაზიანებული ნათურები ისევ არ შეუცვლიათ
ახალციხეში, პოლიციასთან სკვერში გარე განათების ნათურებია დაზიანებული [Photo]
კოსტავას ქუჩაზე ახალი სკვერი ეწყობა ®
როდის შეკეთდება გარე განათების მონტაჟის შედეგად დაზიანებული გზა
ადიგენის სოფელ საირმეში 4 თვეა გარე განათების ჩართვას ელოდებიან

წარბასთუმანში გარე განათების სისტემა დაზიანდა
ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია