FM97.5 / LIVE

ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.08.2020
ადიგენში, სოფელ არალისა და წარბასთუმნის დამაკავშირებელ გზაზე, დაახლოებით სამ კილომეტრზე გარე განათების სისტემა გათიშულია. ადგილობრივ თვითმმართველობაში პრობლემის კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებენ.

warbastumani

წარბასთუმნამდე მისასვლელ გზაზე გარე განათება 27 ივლისს გაითიშა და ამ დრომდე არ მუშაობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიზეზი მათთვის უცნობია: „ორ კვირაზე მეტია ასე ვართ. არ ვიცით რატომ გაითიშა. ამ გზაზე ასფალტი უნდა დაასხან და სამუშაოებია, შეიძლება ამ დროს დაზიანდა რამე. არავინ მოსულა შესამოწმებლად“, - ამბობენ ადგილობრივები.

გარე განათების სისტემის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი ადიგენის მერიაა. მას „სამხრეთის კარიბჭემ“ პრობლემის შესახებ ორჯერ მიმართა.

30 ივლისს თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ ქსელში მხოლოდ 4 ნათურა იყო გადამწვარი და მალე გამოცვლიდნენ, თუმცა ამ დრომდე პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.

კიდევ ერთი კვირის შემდეგ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ გარე განათება მხოლოდ ოთხი დღის წინ გაითიშა, მანამდე კი მუშაობდა: „4 დღეა დაზიანებულია, მიღებულია შესაბამისი ზომები და აღდგება უახლოეს მომავალში. ტექნიკური ხარვეზია“, - აცხადებენ მერიაში.

კონკრეტულად რა ხარვეზია ქსელში, თვთმმართველობაში ვერ ასახელებენ.

არალი-წარბასთუმნის გზაზე, გარე განათების სისტემაში სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სულ 61 ბოძია. ორ კვირაზე მეტია ყველა მათგანი გათიშულია.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ერთ კვირაზე მეტია,  ივანე ახალციხელის ქუჩა  ჩაბნელებულია
წარბასთუმანში გარე განათების სისტემა დაზიანდა
ერთ კვირაზე მეტია ახალციხის რამდენიმე ქუჩაზე გარე განათებაა დაზიანებული
ზარზმელის ქუჩაზე გარე განათება დამონტაჟდა
ივანე ახალციხელის ქუჩაზე გარე განათება შეაკეთეს
ადიგენის სოფელ საირმეში 4 თვეა გარე განათების ჩართვას ელოდებიან

საირმეში ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ გარე განათება ჩართეს