FM97.5 / LIVE

გუბერნატორის ყოფილი მოადგილის კომპანიას არალში ადგილობრივი ღობის დაზიანებაში ადანაშაულებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.06.2020
ადიგენში, სოფელ არალში მცხოვრები შუშკა ჩილინგარაშვილი რვა თვეზე მეტია გზის მშენებლობისას დაზიანებული ღობის შეკეთებას ითხოვს. როგორც თვითონ ჰყვება, პრობლემის მოგვარების მიზნით მშენებელ კომპანიასა და სოფელში მერის წარმომადგენელს არაერთხელ მიმართა, თუმცა დაპირების მიუხედავად ღობე არავინ შეაკეთა.

გუბერნატორის ყოფილი მოადგილის კომპანიას არალში ადგილობრივი ღობის დაზიანებაში ადანაშაულებს

არლის საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზა შარშან შემოდგომით გააკეთეს. შუშკა ჩილინგარაშვილი გვიყვება, რომ როცა ასფალტის საფარი დაიგო და გზა ამაღლდა, მისი ღობე ქვეშ მოჰყვა. მშენებელი კომპანიის დირექტორს, ავთანდილ კაჭკაჭიშვილს პრობლემის შესახებ მაშინ მოუყვა, როცა ის სამუშაოების დასათვალიერებლად ადგილზე იმყოფებოდა.

„ჯერ მუშებს ვთხოვე რომ არმატურები მაინც გაესწორებინათ, მაგრამ მითხრეს ეს რომ გავასწოროთ, გზა გაფუჭდებაო. ამის მერე დირექტორი იყო მოსული აქ და მივედი, ვუთხარი ღობის შესახებ და მითხრა, რომ გააკეთებდნენ. მე მარტო არმატურების და სეტკის გასწორება მინდოდა, ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა კი მითხრა რომ ახალ სეტკასაც მოიტანდნენ და მუშებს ღობეც გააზომვინა. ერთ კვირაში გავაკეთებთო. ამის შემდეგ ველოდები. ტელეფონზეც დავურეკე და აღარ მპასუხობს,“ – გვიყვება შუშკა და ამატებს, რომ ამის შემდეგ საქმის კურსში მერის წარმომადგენელიც ჩააყენა, თუმცა რეაგირება არც მისი მხრიდან მოჰყოლია ამ საკითხს.

„სოფლის გამგებელსაც ვუთხარი, მაგრამ მაინც არაფერი. მარტო ვცხოვრობ, ვინმე რომ მყავდეს, ამას ჩემითაც გავაკეთებდი, როგორც ეს სხვა მეზობლებმა გააკეთეს, მაგრამ არ შემიძლია. მეზობლები მომეხმარნენ და ტოტები ჩავყარეთ, საქონელი რომ არ შევიდეს, შარშან შემოდგომიდან ასეა,“ – ამბობს შუშკა.

მეზობლებიც გვიდასტურებენ, რომ ღობე გზის მშენებლობისას მათაც დაუზიანდათ, თუმცა ამ პრობლემით არავისთვის მიუმართავთ და თავიანთი სახსრებით გააკეთეს.

„ერთხელ ვიკითხე მარტო, ვინც აკეთებდა გზას იმათთან და პროექტში არ გვიზისო, მერე ჩემით გავაკეთე, დაახლოებით ათასი ლარი დამიჯდა,“ – ამბობს ჯემალი, შუშკა ჩილინგარაშვილის მეზობელი.

„სამხრეთის კარიბჭე“ სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის ყოფილ მოადგილეს, შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო N2" – ის დირექტორს ავთანდილ კაჭკაჭაშვილს დაუკავშირდა, იგი აცხადებს, რომ სამუშაოების დროს ადგილობრივის ღობეები არ დაუზიანებია და არც გაკეთებას დაპირებია ვინმეს.

„არანაირი ღობის გაკეთება პროექტში არ ყოფილა. არც არავის დავპირებივარ რომ ღობეს შევუკეთებდი. წარმოდგენა არ მაქვს ვისზე საუბრობთ. ჩვენ არც არანაირი ღობე დაგვინგრევია და არც გაკეთება უთხოვია არავის, რომც ეთხოვათ ვერ გავაკეთებდით, პროექტის გარეშე საიდან გავაკეთებდით. ჩვენ რომ დაგვეზიანებინა, მე ამას შევუთანხმებდი მუნიციპალიტეტს და მათი დავალებით, გავაკეთებდი კიდეც, მაგრამ მე არაფერი მახსენდება ისეთი, რომ ჩვენ რამე დაგვეზიანებინოს და ისე დაგვეტოვა“ – ამბობს ავთანდილ კაჭკაჭაშვილი, შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო N2" – ის დირექტორი.

შუშკა ჩილინგარაშვილის მონაყოლს უარყოფს მერის წარმომადგენელიც, რომელიც ამბობს რომ ყველაფერი ახლა, ჩვენგან შეიტყო.

„ჩემთვის არავის არ მოუმართავს, ახლა გავიგე პირველად და გავერკვევი ყველაფერში“ – გვითხრა მერის წარმომადგენელმა, დავით აკოფაშვილმა სატელეფონო საუბრისას.

სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბლიტაციისთვის ჯამში 108 000 ლარი დაიხარჯა.

გუბერნატორის ყოფილი მოადგილის კომპანიას არალში ადგილობრივი ღობის დაზიანებაში ადანაშაულებს

[რობი ზარიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეხუთე სკოლის ეზოში ჩამონგრეული კედლის ადგილზე ახალი ღობე გააკეთეს
სადავო შენობას მოხეში ღობე შემოავლეს, მუსლიმები კი ღობის შიგნთ ლოცვას ითხოვენ
ბურჯანაძის მხარდამჭერი გუბერნატორის მოადგილეს უპირისპირდება
ახალციხეში მთავარ ქუჩაზე ახალდაგებულმა ასფალტმა ერთ ზამთარსაც ვერ გაუძლო
სამცხე-ჯავახეთში ყოფილი თანამდებობის პირების კომპანიები ტენდერებს იგებენ
ყოფილი პოლიტპატიმარი  შპს „კეთილმოწყობის“  უფროსს ცემაში ადანაშაულებს
მეეზოვე: სამსახურიდან ჩემი გათავისუფლება მერის დავალებით სცადეს