FM97.5 / LIVE

'საზოგადოების ნაწილს არ სჯერა... კორონავირუსით დაღუპულთა მონაცემებს გამოვაქვეყნებთ'- ფაშინიანი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 18.06.2020
სომხეთის პრემიერ–მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა, რომ სომხეთში კორონავირუსს 309 ადამიანი ემსხვერპლა, ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით გარდაცვლილთა მონაცემები გასაჯაროვდება.

'საზოგადოების ნაწილს არ სჯერა... კორონავირუსით დაღუპულთა მონაცემებს გამოვაქვეყნებთ'- ფაშინიანი

18 ივნისის მონაცემებით, სომხეთში COVID-19-ით კიდევ 665 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 746 ადამიანი, ხოლო 7 გარდაიცვალა.

სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დაიწყებენ ყველა გარდაცვლილის მონაცემების გამოქვეყნებას.

“საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა, რომ სომხეთში არიან კორონავირუსით დაღუპული ადამიანები, არ სჯერა, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში არიან ადამიანები, არ სჯერა, რომ მათ გვერდით კორპუსებში ცხოვრობენ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები. სოციალურ ქსელებში ბევრი სისულელე იწერება, მაგალითად კოროვირუსი არ არსებობს, ავარიაში დაზარალებულთა ნათესავებს ფულს უხდიან, რომ თქვან მათი ახლობელი კორონავირუსით გარდაიცვალა და ა.შ.“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ასევე უნდა გასაჯაროვდეს იმ ადამიანების ვინაობაც, რომელთა ოჯახის წევრები კორონავირუსით ინფიცირებულები არიან, მაგრამ სოციალურ ქსელში წერენ, რომ კორონავირუსის არ სჯერათ.

ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 18 698–მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 7 560 პაციენტი, გარდაიცვალა 309.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთაგან ყველაზე ხანდაზმული 85 წლის იყო, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა 62 წლის ქალი.

ამჟამად სომხეთში კორონავირუსით 10 728 ადამიანი მკურნალობს. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 89 992.

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომხეთში 24 საათში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა
სომხეთში 24 საათში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა
სომხეთში 24 საათში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა
COVID-19: სომხეთში 24 საათში 18 ადამიანი გარდაიცვალა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 25 ათასს გადააჭარბა
სომხეთში კოვიდინფიცირების 418 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
‘თუ ასე გაგრძელდება, საგანგებო რეჟიმი გახანგრძლივდება’ - ფაშინიანი